ფეხბურთი

16:22 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სრნა ბრაზილიაში ითამაშებს

 

დონეცკის “შახტარის” კაპიტანი და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი  დარიო სრნა ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

დონეცკური კლუბის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არტურ გლუშჩენკომ უკრაინულ საინფორმაციო საშუალებებს აცნობა, რომ დენის გარმაშთან შეჯახების შედეგად ხორვატმა მკერდის კუნთები დაიზიანა. საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. მკურნალობას ერთი, მაქსიმუმ ორი კვირა დაჭირდება.

32 წლის ფეხბურთელმა უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 27 მატჩში 6 გოლი გაიტანა. 2002 წლიდან დღემდე, ხორვატიის ნაკრებში ჩატარებულ 111 შეხვედრაში სრნას 21 გოლი აქვს გატანილი.

2014 წლის ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი 12 ივნისს, მასპინძელთა და ხორვატიის ნაკრებების თამაშით გაიხსნება და იმ დროისთვის დარიო სრულ მზადყოფნაში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093854