ფეხბურთი

17:30 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: “უელბეკის წასვლის გამო გული დამწყდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა პოლ სქოულზი გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, დანი უელბეკის “არსენალში” გადასვლას ეხმაურება.

“რა თქმა უნდა, როგორც “მანჩესტერის” გულშემატკივარს, გული დამწყდა, როდესაც დანიმ გუნდი დატოვა. ვფიქრობ, მას შეეძლო განახლებული “მანჩესტერის” წევრი რამდენიმე წლის განმავლობაში ყოფილიყო.

უელბეკი არსენ ვენგერის გუნდისთვის კარგი შენაძენი იქნება. ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი ასეთმა გუნდმა შეიძინა, მის დონეზე მეტყველებს. სავარაუდოდ, უელბეკი სეზონში 20-25 გოლს ვერ გაიტანს, მაგრამ მისგან სტაბილურად 10-15 გოლს უნდა ველოდოთ.” – განაცხადა სქოულზმა.

0.121313