სხვა

13:00 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპორტული ეკიპირება ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს

სპორტის ქართველ გულშემატკივარს და არა მხოლოდ მათ კარგად ახსოვთ 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დატრიალებული ტრაგედია, სადაც მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. 12 თებერვალს ამ ტრაგედიიდან ოთხი წელი შესრულდება.

საზოგადოებისათვის ცნობილია ახლახანს ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, რამაც ოჯახის განაწყენება გამოიწვია. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საჭიროდ მიიჩნია ამ საქმის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ადგილზე გაცნობოდა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა ბაკურიანისა და ბორჯომის გამგებლებთან ერთად საფლავი მოინახულეს და ნოდარ ქუმარიტაშვილი ოჯახს შეხვდნენ.

დიდი ალბათობით ნოდარ ქუმარიტაშვილი სოჭის ოლიმპიადის ლიცენზიასაც მოიპოვებდა. ამიტომაც სეოკ-ის პრეზიდენმა ლერი ხაბელოვმა ნოდარის ოჯახს სოჭის თამაშებზე საქართველოს დელეგაციის სპორტული ეკიპირება გადასცა. ფორმა ასევე გადაეცა გამოჩენილ ქართველ ტრამპლინიდან მხტომელს კობა წაქაძეს.

www.geonoc.org.ge

0.117909