სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სპორტულ ფედერაციებს სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადაეცათ.
29 სექტემბერს ინვენტარი ტანვარჯიშისა და ტაეკვონდოს ფედერაციებმა მიიღეს. ტანმოვარჯიშეებს ახალი ბატუტები გადაეცათ, ტაეკვონდოელებს კი ტატამები და სპორტული ამუნიცია ერგოთ. უახლოეს დღეებში ახალ ოლიმპიურ რინგს მიიღებს კრივის ფედერაცია.
ინვენტარის გადაცემის პროცესს ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური, სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი სამყურაშვილი და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და სპორტსმენები.







