სხვა

15:29 | 3.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სამინისტრო მუშაობას შეუდგა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახლახანშექმნილი სამინისტრო დღეიდან მუშაობას შეუდგა.
სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
როგორც ცნობილი გახდა, ლადო ვარძელაშვილს ორი მოადგილე ეყოლება – დავით ნამგალაური, რომელიც აქამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და სულხან სიბაშვილი.
სპორტის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მინისტრის თანამდებობაზე ლადო ვარძელაშვილის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კვირაში დაამტკიცა.
ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090457