ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდას, ალესანდრო დელ პიეროს, რომელიც ამჟამად “სიდნეიში” თამაშობს, ავსტრალიური გუნდი მოთამაშე-მწვრთნელობას სთავაზობს.
39 წლის დელ პიეროს “სიდნეისთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა, Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ავსტრალიურ კლუბთან მისი ურთიერთობა ამით არ მთავრდება. ზაფხულში, “პინტურიკიო” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის თანახმადაც, ის “სიდნეის” მოთამაშე-მწვრთნელი გახდება.
დელ პიერო “სიდნეიში” 2012 წლიდან თამაშობს. ავსტრალიური კლუბის მაისურით მან 39 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო.