ფეხბურთი

10:57 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

Sport: “ბარსელონა” მზადაა, მატიეში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს”

“ბარსელონა” მზადაა, ჟერემი მატიეს სანაცვლოდ “ვალენსიას” 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

მატიეს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად სწორედ 20 მილიონია მითითებული და “ღამურები” ფრანგი მცველის გაყიდვას მხოლოდ ამ ფასად აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ვალენსიელებს 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 15 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

გასულ სეზონში, მატიემ “ვალენსიას” შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127041