“მაიამი ჰითის” დამრიგებელი ერიკ სპოელსტრა და “ჰიუსტონ როკიტსის” თავკაცი კევინ მაკჰეილი ნბა-ში აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების თებერვლის საუკეთესო მწვრთნელებად დაასახელეს.
სპოელსტრას ხელმძღვანელობით, ფლორიდულმა კლუბმა გასულ თვეში საუკეთესო შედეგი აჩვენა – 10-დან 9 მატჩი მოიგო, ამასთან შვიდ შემთხვევაში, “ჰითმა” მეტოქეს 100 ქულაზე მეტი არ ჩააგდებინა. თავის მხრივ, მაკჰეილის “ჰიუსტონმა” 10-დან 8 თამაშში იმარჯვა და საშუალოდ 111.9 ქულას აგროვებდა.
თვის საუკეთესო მწვრთნელობაზე პრეტენზია ჯეისონ კიდს (“ბრუკლინი”), სტივ კლიფორდს (“შარლოტი”), ტომ ტიბოდოს (“ჩიკაგო”), რიკ კარლაილს (“დალასი”), დოკ რივერსს (“კლიპერსი”), გრეგ პოპოვიჩს (“სან ანტონიო”) და რენდი უიტმენს (“ვაშინგტონი”) ჰქონდათ.