მოსკოვის “სპარტაკი” შეტევის ხაზის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს. Championat.com-ის ცნობით, რუსები რობერტო სოლდადოსა და ჟოს შეძენით არიან დაინტერესებულნი.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, სოლდადომ “ვალენსიას” მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 24 გოლით გამოირჩა. ხმები მისი “მესტალიიდან” აბარგების შესახებ დიდი ხანია ვრცელდება და, შესაძლოა, ესპანელმა თავი სწორედ მოსკოვში ამოჰყოს.
რაც შეეხება ჟოს, ბრაზილიელს მოსკოვის ცსკა-ში უთამაშია და მისთვის რუსეთის ჩემპიონატი ნაცნობია. აწდასრულებულ ლიბერტადორესის თასზე, ბრაზილიელმა 14 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი მიითვალა.