თურქეთში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ცხინვალის “სპარტაკმა“ ანთალიაში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ავსტრიულ “ბლაუ ვაისთან“ და ჩინურ “ჰანჯოუ გრინთაუნთან“ ტესტ-თამაშების შემდეგ, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი უკრაინული პრემიერლიგიდან, პერშა (რიგით მეორე) ლიგაში დაქვეითებულ “ოლექსანდრიას“ გაეჯიბრა. ცნობისთვის, “ოლექსანდრია“ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, დავით თარგამაძის ყოფილი გუნდია. ცხინვალის “სპარტაკის“ მსგავსად, ოლექსანდრიელებიც მთვარ ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვიან, მაგრამ ცხრილის ლიდერ “სპარტაკისგან“ განსხვავებით, პერშა ლიგაში, ამჟამად 41 ქულით მე-3 ადგილზე არიან და ლიდერს, მათე ღვინიანიძის “სევასტოპოლს“ 3 ქულით ჩამორჩებიან. “ოლექსანდრია“ ლეგიონერთა სიმრავლით არ გამოირჩევა და მხოლოდ ორი უცხოელი ჰყავს, ორივე სერბი - 26 წლის მცველი რადოშ პროტიჩი და 25 წლის ფორვარდი იან კრალიკი.
“ოლექსანდრიას“ სარეზერვო გუნდი დილით, რუსეთის მეორე დივიზიონის ცენტრალური ზონის, მე-11-ადგილოსან პენზის “ზენიტს“ გაეჯიბრა და 2:1 იმარჯვა. საღამოს კი “ოლექსანდრიას“ მთავარი გუნდი ცხინვალის “სპარტაკს“ ეთამაშა.
ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა თამაშით დაჯაბნა მოწინააღმდეგე და თითო ტაიმში თითო გოლით დაასაჩუქრა. მე-20 წუთზე ვარლამ კილასონიამ გახსნა ანგარიში. შესვენების შემდეგ კი გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. იმავე კილასონიასა და შონიას დუბლის მითვლაც შეეძლოთ, გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდათ ზვიად მეტრეველსა და თორნიკე თუხარელს, მაგრამ, ანგარიში აღარ შეცვლილა. “სპარტაკს“ დიდი ანგარიშით მოგება შეეძლო, მაგრამ 2:0-ს დასჯერდა.
ცხინვალელებმა “ოლექსანდრიას“ წინაღმეგ ასეთი შმადგენლობით ითამაშეს.
ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, თვალვაძე, ლემონჯავა, თუხარელი, ხიზანეიშვილი, შონია (კაპ.), კილასონია, ბურძენაძე, მეტრეველი.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ზუხბაია, დარჩიევი, კაკაშვილი, ხადარცევი, მაქაცარია, ხარაზიშვილი, ნარიმანიძე, კაბისოვი, ხუბეჟოვი, მაქაცარია.
ანთალიურ შეკრებზე მყოფი “სპარტაკი“ დასკვნით ამანაგურ მატჩს კვირას, 17 თებერვალს ბულგარეთის მთავარ ლიგაში მოასპარეზე “მონტანასთან“ გამართავს. თამაშის დასრულების შემდეგ კი ცხინვალელები სამშობლოში გამოემგზავრებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნბა-მაც კარგად იმსახიობა წელს - მთელი სეზონის განმავლობაში (დაჟე ფლეიოფის პირველი რაუნდის ჩათვლით) შეინარჩუნეს მითქმა-მოთქმა რომ არიქა დაძაბულობა და გაურკვევლობა და აბა ვინ გავა და რეალურად ვისაც თავიდანვე ელოდნენ ის 4 გუნდი გადის რიხინ-რიხინით აღმოსავლეთ/დასავლეთის ფინალებში
ძაან ადვილად გავა 4ვე გუნდი.. ნაღდად არ მეგონა...
ჰიუსტონს კინდა გავაგდებინო გოლდენი....
ისე კალათბურთში რა კარგადაა 4 მატჩიანის ერია.ჩემპიონთა ლიგაზეც ასე რომ იყოს კარგი იქნებოდა.არ დაგრჩებოდა ისეთი შთაბეჭდილება რომ ცოტა გავარდნა ტურნირია.ჩემპიონანტებს რო მოაკლონ მატჩები ჯგუფური ეტაპი გააუქმონ და სერიის სახით რომ გაუშვან პლეიოფები ლიგაზე მე გამისწორდებოდა.
ფიზიკურად ვერ შეძლებენ ფეხბურთელები ამხელა დატვირთვაზე თამაშს და ძაან გაიწელება კიდეც და მოსაბეზრებელი იქნებაა ჩემი აზრით. ყოველ მეორე დღეს ვერ ითამაშებ ფეხბურთს და ერთი სერია ერთ თვეს რო გაგრძელდება ძაან მოსაწყენი იქნებაა
ხოო ინტრიგა მოაკლდება მაგრამ უფრო იფიქრებ რომ რეალურად საუკეთესო გუნდი იგებს.მგალითად 2012 წელს ჩელსი რა ჩემი ფეხბის პირველი გუნდი იყო.ან ახლა ლივერპულმა რომ მოიგოს ტიპები ლამის პრემეირ ლიგი 4 საუკეთესოში ვერ ხვდებიან.ჯგუფურ ეტაპს ტუ გააუქმებენ და ცემპიონანტში მატჩებს შეამცირებენ მაშინ სეიძLება.მოკლედ რაღაცა შესაცვლელია.თორე პრემიერ ლიგის 4 გუნდი რომ ლიგას იგებს ცოტა ტეხავს.
წინა თამაში გაატარეს ბიჭებმა და ეგრევე ატყდა მითქმა მოთქმა, რომ გოლდენი დიდი ის გუნდი აღარაა და პელიკანსმა თუ მეორეც მოუგო, მერე უკვე სერიასაც დაუხურავს და ასე შემდეგ და აგერ მიარტყეს 26 ქულიანი თამაში სახლში
არა იმას კი არ ვწერთ რომ გოლდენი ნომერ პირველი ფავორიტი არ არის.არამედ შარშან რა ლეველსაც აჩვენებდა წელს მოგებულ მატჩებშიც ვერ აჩვენებს იმ დონეს.ეს რათქმაუნდა ჩემი სუბიექტური აზრია.
შენ რასაც წერ გასაგებია და მეც გეთანხმები რომ ისეთი უძლეველი აღარ ჩანს და ეს დადასტურდა კიდეც იმით რომ რეგულარული ვერ მოიგეს, მაგრამ ამას ლოგოკური ახსნა აქვს რადგანაც ნახევარი სეზონი გაუცდა სტეფს და დურანტს და დანარჩენებსაც გაუცდათ სოლიდურად თამაშები და იყო მომენტები სადაც მარტო დურანტი თამაშობდა ლიდერებიდან და პლეიოფში ერთი თამაშის წაგება სერიაში არაფერია, პირიქით უკეთესიცაა რადგანაც უფრო შედიან ფორმაშიი
მოიგო პირადად კეიდიმ ეს თამაში როგორც მოსალოდნელი იყო
ჯერ-ჯერობით მიყავს თამაში გოლდენს...
ლებრონის გეგმა ასეთი იყო!!! გააცხირა გუნდი ფაქტიურად მარტო დარჩა რატა გუნდი მას ეთრევია ყველაფერი მის კისერზე ყოფილიყო მთელ მსოფლიოს ეფიქრა რომ ეს კლივლენდი სუპერფინალს კიარა ფინალსაც ვერ ითამაშებს და ამ დროს ბრახ და რა ხდება ლებრონა იგენს სუპერფინალს წამოიცვამს ბეჭედს და იტყვის მე მარტომ მოვიგე სრულიად მარტომ და თუ მართლა ასე მოხდა მე ირაკლი კობის თავგადაკლული ფანი ვიტყვი რომ ეს კაცი არა კობიზე არამედ ჯორდანზეც მაღლა დგას!!!
( ტფუი ეშმაკს ტფუი ეშმაკს ტფუი ეშმაკს

)
ალბათ ასეც იქნება - იმედია
კიდევ ერთი გეიმვინერი ბრონის შესრულებით.ინდიანასთან 4-3 შემდეგ ტორონტოსთან 4-0 უდიდესი პროგერესია.იმედია კიდევ აქვს გუნდს მომატების რესურსი. ლავი ამ დონეზე უნდა დარჩეს შემდეგ სერიებშიც. 34.8 ქულა + 9.5 მოხსნა + 8.8 პასი 55 პროცენტიანი სროლა.ბრონის სტატი ამ პლეიოფში.
ჰო და კიდე იმ ყველაფრის მიუხედავად რაც ქვემოთ დავწერე, იმდენად ნიჭიერია ფილა, რომ მაინც ქონდა შანსი სამივე თამაშში მოგების... მაგრამ მწვრთნელმა დაუშვა კრიტიკული შეცდომები თამაშის მიმდინარეობისას და პირწმინდად წაასხა სამწვრთნელო დუელი სტივენსთან
აუხ საოცრება თამაში იყო ფილა-ბოსტონი! ვისაც არ გინახიათ აუცილებლად ნახეთ ბოლო წუთები მაინც + ოვერტაიმი... მე-4 პერიოდის ბოლო წამები იყო რაღაც საოცრება!
რა უნდა ვთქვა, ახალი პოპოვიჩი იჩითება ბრედი და კაი მწარ-მწარე გაკვეთილები ჩაუტარა ფილადელფიელ ყმაწვილებსაც და მათ მწვრთნელსაც... თუ ჭკუა აქვთ ისწავლიან... უმთავრესი ზოგადი გაკვეთილია რა თქმა უნდა დისციპლინის უპირატესობა, თუმცა არის კიდევ სხვა ინდივიდუალური გაკვეთილებიც:
პირველი რაც სიმონსმა უნდა ისწავლოს, რა თქმა უნდა სროლაა, რაც ისედაც ყველასთვის ნათელი იყო მაგრამ ბოსტონთან თამაშებში გამოჩნდა მეორე სერიოზული პრობლემა (მაიამისთანაც გამოჩნდა ცოტატი მაგრამ იმდენად არა):
სტივენსის ბოსტონმა ყველას დაანახა, რომ ამ მომენტისთვის სიმონსი ფოინთ-გარდი არ არის, შეუძლია ითამაშოს ფოინთ-ფორვარდი მაგრამ ელიტარულ ფოინთ-გარდს სროლის გარდა ელიტარულ დონეზე უნდა ქონდეს დრობლინგით ფარში შესვლა დალაგებულ-დაწყობილი ფლეიოფური დაცვის წინააღმდეგაც კი, მით უმეტეს თუ ორმაგ დაცვას არ იყენებენ შენს წინააღმდეგ და ერთიერთზე გიტოვებენ მცველს რომ ამასობაში შენი პასის ადრესატები ამოკეტონ, ასევე პიკ-ენდ-როლს უნდა იყენებდეს სუნთქვასავით და იმდენად კარგი ბურთის ფლობა-ტარება უნდა ქონდეს, რომ არცერთ დამცველს არ უნდა მოსდიოდეს თავში აზრად მისთვის ბურთის წასართმევად წინ გადახრა საქვეყნოდ გაბითურების შიშით...
თუ გადავხედავთ დღევანდელ პოინთ-გარდების ელიტას, ყველასთვის სრულდება ეს ზემოთ ჩამოთვლილი რაცაა...
სიმონსიც აკეთებდა ამ ყველაფერს რეგულარში და მიტომაც თამასობდა პოინთ-გარდს მაგრამ დაჯდნენ ფლეიოფში კაი მწვრთნელები გაარჩიეს ვიდეოები მოთამაშეებთან ერთად და აგერ ბატონო, მივიდოდა სიმონსი საჯარიმოსთან დაუდგებოდა წინ ერთი კაცი და ვსიო, იძულებული იყო მიეცა ბურთი ვინმე სხვისთვის და თვითონ გასულიყო მომსახურების ზონიდან... ყველა შესვლა რაც გუშინ სიმონსმა გააკეთა იყო ან სწრაფი კონტრშეტევის დროს (როცა დაცვა დაწყობას ვერ ასწრებდა) ან ბოსტონის დაცვის იშვიათი ლაფსუსის დროს რომ ღია დერეფანი დარჩებოდა მაშინ...
მოკლედ სიმონსი ან გაიუმჯობესებს ბურთის ტარებას, სისწრაფეს და პიკენდროლის ტექნიკას, რომ მასთან ერთიერთზე დამდგარ მცველებს უმოწყალოდ სჯიდეს ფარში წარამარა შესვლით ან არადა გადაბარგდეს მსუბუქ ფორვარდზე და პოინთ-გარდის ადგილი გამოუთავისუფლოს ფულცს (თუ ვინც იქნება)... არ იქნება ეს ტრაგედია, მაინც ხშირად იქნება ბურთით და მიეცემა ფოინთ-ფორვარდის თამაშის საშუალებაც...
რაც შეეხება ემბიდს, მაგასაც აქვს სასწავლი 1-2 გაკვეთილი:
პირველ რიგში აქაც პიკ-ენდ-როლის თემაა - ბლოკის უკეთ დაყენება უნდა ისწავლოს, ამხელა მუტრუკია და სალი კლდესავით უნდა იდგეს და თავის ნებაზე აქეთ იქედან გვერდის ავლის საშუალებას არ უნდა აძლევდეს ხალხს, თან რაც შეიძლება ხშირად უნდა გაითამაშოს სიმონსთან - მით უმეტეს რომ სროლაც შეუძლია პერიმეტრიდან და მისი მცველისთვის ნამდვილი კოშმარი იქნება ამ კომბინაციის დაცვა, მით უმეტეს რომ ბოსტონი მასთანაც მარტო ერთ კაცს ტოვებდა ისევე როგორც სიმონსთან - ამისთვის უფრო მეტად უნდა დაესაჯათ ბოსტონი... და აქ მოდის მეორე მომენტი:
ბოსტონის ტაქტიკა იყო მარტივი - სიმონსს დაიცავს მხოლოდ ერთი კაცი და ასევე ემბიდსაც დაიცავს მხოლოდ ერთი კაცი, მთავარი კონცენტრაცია დანარჩენ სამ კაცზე რომლებიც არიან მსროლელები... ასეთ დროს სიმონსი-ემბიდის პიკენდროლის გარდა კიდევ რითაც უნდა დასაჯო დამცველი გუნდი მაქსიმალურად არის ემბიდის თამაში ფარქვეშ, რასაც მიაწვა კიდევაც ფილა მაგრამ აი მანდ გამოჩნდა სტივენსის მიერ გაშიფრული კიდევ ერთი სისუსტე, ამჯერად ემბიდის სისუსტე:
გავიგეთ ბიძია რო მოძრაობები გაქვს იმნაირი რო ოლაჯუვონს თვალს დოუფსებს, მაგრამ სულ კიარაა საჭირო მაგ მოძრაობების ფრიალი... ეფექტიანად გამოყენება უნდა ისწავლოს ემბიდმა თავისი ნიჭის და ეს უპირველეს ყოვლისა უნდა მოახერხოს იმით რომ მეტი ყურადღება მიაქციოს მცველს და მის მოძრაობებს, რომ მარტო მაშინ და ის აკეთოს რაც ბურთის კალათში ჩასაგდებადაა საჭირო...
ამის მაგივრად ემბიდს მთელი ყურადღება ქონდა თავის საკუთარ მოძრაობებზე, მიიღებდა თუ არა ბურთს იწყებდა ციბრუტივით ბზრიალ-ტრიალს, ფამფ-ფეიკებს და თვითონვე რო კარგად დაეხვეოდა თავბრუ მერე ესროდა... ამასობაში ბეინსიც და ჰორფორდიც ეთამაშებოდნენ ძაან მარტივად - დაუყენებდნენ ტანს და სულ ცალ ფეხზე იკიდებდნენ ამის მოძრაობებს, მშვიდად ელოდნენ როდის ახტებოდა მართლა სასროლად და თუ შეეძლოთ უბლოკავდნენ თუ არადა ჩვეულებრივ უშლიდნენ ხელს, იყო მომენტები როცა არც შეუშლიათ ხელი - იბზრიალა და იტრიალა ემბიდმა, იდგა ბეინსი წყნარად უბრალოდ ახლოს ჩასატენად არ უშვებდა, ესროლა ბოლოს ემბიდმა და თავისით ააცილა ისე რო ბეინსი არც ამხტარა...
მოკლედ ემბიდს თუ რამეზე აქვს პრეტენზია მაშინ როცა გუნდი "ბედავს" მის წინააღმდეგ ფარქვეშ ერთიერთზე თამაშს, ის უნდა აგროვებდეს მინიმუმ 40-45 ქულას, 50-ზეც თუ ავა მთლად კაი... ამის მაგივრად გუშინ მხოლოდ ძალიან ნელა და ტანჯვა-წვალებით და ზედმეტი ოფლის ღვრით მოპოვებული 22 ქულა შესძინა გუნდს.
მოკლედ ეგაა რაც დავინახე გუშინ, უფრო სწორად რაც დამანახა მე პირადად ბრედ სტივენსმა და იმედია ფილადელფიელი ბოვშებიც დაინახავენ და ისწავლიან ჭკუას...
მე პირადად უკვე მომდევნო თამაშს ფულცით ან ტიჯეით დავიწყებდი 1-იანზე და სიმონსს გადავწევდი 3-იანზე...
მაინც აღარაფერია დასაკარგი მორჩა უკვე ფაქტიურად სერია, ასე თუ გაგრძელდა, რომც მოიგონ გეიმ 4, ბოსტონშია მე-5 და მე-7 თამაშები და ასეთი თამაშების პირობებში სახლში ორი თამაშის წამგები არაა ბოსტონი.... ზღაპარია მაგი
სვის Mაესტრო. მეც უნდა დამეკოპირებინა ბევრი რამე. მაგალითად: კუნთას ურჩევნია ინდიანასთან გავარდეს, თორე ტორონტოსთან გასაზიზღდება. ან ეს: გოლდენი პელიკანსს 4-0 მიართმევს რავი Kიდე რამდენი ერთი
გოლდენი პელიკანს 4-0 მირთმევს მე გოლდენის გულშემატკივარს არასოდეს არ მითქვამს ზმაო დაჟე ისიც ვთქვი რომ გოლდენმა რო გამოვარდეს პელიკანსთან არ გამიკვირდებოდა შენ წარმოიდგინე
ბავშვების სისულეებს ნუ შემოგვტენი რა სერიოზულ ხალსხს 
პელიკანსი მოუგებს ვითომ კიდე დღეს გოლდენს საოცარი დარბაზი და გულშემატკივრენი ყავთ ძაან კლასნი გუნდია
არ არის გამორიცხული წარბას ტუ ვინმემ აუბა მხარიიიიიიიიიიიიიი
არა მგონია გოლდენმა მაგათთან ორი ზედიზედ წააგონ. რავი, ვნახოთ, ვნახოთ...
ლებრონს მთელი ბოსტონის ვერ გააჩერებს ტიპს როცა უნდა მაშინ ჩაუგდებს ნებისმიერს მარა თანაგუნდელები უნდა დაეხმარნონ ლავმა 25 ქულის ზღვარზე უნდა ითამაშოს.კლივლენდის უპირატესობა ბოსტონის ფიზიკური მდგომარეობა იქნება ბოსტონს თამაშს რო ვუყურებ მრჩება შთაბეჭდილება რო ძალიან გადაღლილია გუნდი.კავსში დიდი ძალა ერთ კაცზე მიდის რომელიც არ იღლება უბრალოდ არაა ადამიანი შესაბამისად კლივლენდი უფრო კარგ ფიზიკირ ფორმაში მეტოქეს.ლებრონია რა აქეთ.ტორონტოზე ვინც იძახის რა ჩემი ფეხებიაო შევახსენებ რო გოლდენზე უკეთესი რეგურალური ჩაატარეს წელს სუპერ გუნდი არაა მარა მაღალი კლასის გუნდი ნაღდად არის
სიმონსმა წააგო გუშინ თამაში.
პირველი თანაბარ ანგარიშზე მეოთხე პერიოდში, რჩება ცოტა დრო პასი გაუკეთეს და არავინ არაა ახლოს მოინდომა ეფექტური დანქი და გააცუდა როცა შეეძლო მარტივად ჩაეგოდ ეს ერთი.
მეორე ოვერტაიმში, ბოლო წამებზე იგებს ფილადელფია, დარჩენილია 14 წამი მგონი თუ სწორად მახსოვს ისვრის ემბიდი, ვერ ჩააგდო მოხსნა სიმონსმა და ეგრევე წამიერად გაუშვა და ვერ ჩააგდო.
24 წამზე ნაკლები დროა დარჩენილი რატო ისვრი ეგრევე, მოხსენი გამოიტანე და ჯარიმას აიღებდა ბოსტონი. გამოცდილების ნაკლებობა შეინიშნება ფილაში.
საცოდაობა იყო ფილადელფიას წაგება....ლებრონზე რა უნდა თქვა - სხვა გალაქტიკაა
ლებრონს ბრავო დძაააან სხვა ლეველია
) ასევე ბოსტონს ბრავო და სტივენსაც მაგრამ მთლად სტივენსაც ნუ დავაბრალებტ ბოსტონის ასეთ წარმატებას მართალია გუნდს ირვინგი და ჰეივორდი აკლია მაგრამ ბოსტონის დაცვა არცაა აწყობილი მაგათზე და დაცვის მხრივ ამათი დანაკლი დიდად ისედაც არგამოჩნდებოდა და აი შეტევაში კი ბოსტონს ისეთი ხალხი ყავს ახლაც რომ თამასებში შეუძლიათ ისეთი სტატი დადონ ირვინგსაც და ჰეივორდსაც რომშეშურდებათ
ძაან მაგარი გუნდი ყავს ახლაც ბოსტონს და მაგის დამსახურებაც არის ასეთი წარმატება 
ვიძახოდი მარტო მოიგებს ლებრონი აღმოსავლეთსთქო.... ბოსტონში ვინ დაიჭერს თუ იცით მეც გამაგებინეთ... ლაბმა თავი შეგვახსენა ბოლო ორი თამაშია და იმედია კიდე მოუმატებს... პელიკანსთან ფინალში რასიზავს ბრონი არ ვიცი... იმედია გოლდენი დაიფრენს წარბას და რაჟანას... ეს ბრონი კიდე უსირხხვილოა,, რეებს აკეთებს ეგ კუნთების გროვა, კუნთოვანი მასა, ცარიელი შესვლა როა დარჩენილი და გეიმვინერი როარ ჩაუგდია წლებია უკვე... პლანტაციაში უნდა გაიშვა ეგ სტატის ხამი
რა ვინ დაიჭერს
მთელ აღმოსავლეთში მგონი ბოსტონს ყავს ისეთი ხალხი მარტო ვინც ჯეიმს დაუდგება ბრაუნი ტატუმი სმარტი ჰორფორდი აქიდან მონაცვლეობით დაუდგება ყველა ჯეიმს ნუ გაცერებით მაგას ვერავნი გააჩერებს ლიგაში მაგრამ შუაზე მოუწევს გახევა ამათთან ჭიდილში

ვნახოთ.. სმარტი შეიძლება.. ჰორფორდს როდის დაუჭერია ბრონი??? მერამდენედ ხვდებიან ვინიცის.. ტატუმი და ბრაუნი ბავშვები არიან.. მიდლტონი და Kავინგტონი რო დაიჭიერეს არ ნიშნავს ბრონს რამე დააკლონ
ბრონს მარტო სმარტიც ვერაფერს უზამს ან ორმაკაცმა უნდა აიყვანოს ჯეიმსი ან ტაქტიკურად უნდა გათვალონ ჯერ სმარტმა არუნდა მისცეს გასაქანი მერე ტატუმმა ბრაუნმა და ჰორფორდმა ანუ ძაან დაღლიან ჯეიმს და თუ გუნდელებმა არაუბეს მხარი ბოსტონს ტორონტოსავით და ინდიანასავით მარტო ვერმოუგებს
კი ბატონო, ნამდვილად იძახდი და ქვემოთაც დაგიდასტურე



ბოსტონმა რა უნდა ქნას ? მაგარ დაცვას შესთავაზებენ კავსს, თუმცა მაგაშიც ნავარჯიშევი აქვთ ოჰაიოელებს უკვე, ინდიანასთან
თუმცა "სელტიქსი" მაინც აპასნი მგონია - ტრენერიც სპეცი ჰყავთ და ეს ოხერი კალათბურთიც მასაჩუსეტსშია მოგონილი
ამაზე მაგარი იყო შარშან ბოსტონი. ისე კავალერიაც არ თამაშობს ჩუდ დაცვას.. უხვქულიანი ტორონტო ძლივას უგდებს 100 ქულას..
ბოსტონს ძაან გაუჭირდება ისეთი დაცვის თამაში კავსთან როგორსაც ფილას ეთამაშება. ბოსტონის პირველი ორი მეტოქე იყო დომინანტ 4-5 ნომრებზე აწყობილი გუნდი და როდესაც გუნდში გყავს ჰორფორდი აქ უკვე პრობლემები მოგვარებულია და ლებროს ვინ უნდა დაუდგეს? ტატუმი კარგი ბიჭია და პირველი3 თამაში რო ვნახე ბოსტონის ეგრევე ვთქვი რომ ერთერთი საუკეთესო ახალწვეულია თქო, მაგრამ ჯეიმთან ჭიდილში მაგრად გაილახებაა თუმცა უდიდეს გამოცდილებასაც მიიღებს
რაც შეეხება ბოსტონის და ფილადელფიას დაპირისპირებას ძაან მაგარი თამაში იყო, მე პირადად ასეთი მაგარი თამაში წელს არ ინახავს. ორივე გუნდი თამაშობდა ძალიან კარგ დაცვას და სწორედ ეგაა პლეიოფის მთავარი ხიბლი რო ყველა დაცვას თამაშობს.
შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს სუპერ სტალი ალ ჰორფორდი, მაგრამ ჩემთვის დღესდღEობის საუკეთესო ხუთეულში შედის 4-5 ნომრებში. საუკეთესო მეპასეა მაღლებში, საუკეთესო თუარა ერთერთი საუკეთესო დამცველი 4-5 ნომრებს ორივეს ერთნაირად იჭერს და მიუხედავად იმისა რომ 208 სმ-ია და თითქოს არცთუისე ძლიერია ვერც იანისმა და ვერც ემბიდმა ვერ მოახერხეს მისი ფიზიკურად დაჩაგვრა, ასევე შეტავაშიც ძალიან კარგია აქვს სამიანი და ძალიან კარგი საშუალო უბრალოდ ყველა თამაშში +20 ქულას არ დებს რადგანაც ასეთი დაცვის მერე +20 სროლებს ვერ ისვრის და იმ ლიმიტირბულ სროლებში ძალიან ბევრს აგდებს
ერთი თამაში წამოეღო ტორონტოს კარგი იქნებოდა, მაგრამ ვინ აცალაა
ის მაინც კარგია რომ დაძაბული თამაში გამოსულა, მე არ ველოდი ტორონტოსგან ბრძოლას თორე ვუყურებდი თამაშ და იმ +18 რაც წინა ტურში იყო მეორედ ვეღარ ვნახავდიი
ასეთი დახვეწილი სროლა ჯეიმსს არასდროს არ ქონია წელს რო აქვს....სტეფბეკში დირკ ნოვიცკიზე მაგრა სვამს ბურთებს....შესვლის დროს ყველამ იცის რო პურდაპირ წავა ან დატრიალდება მარა ჭამენ ერთ ადგილს...3 იანებიც მაგარი მომატებულიაქ..მოკლედ ეტყობა რო ცარჯიშობს გარაჟში
ტორონტო თუ მოიგებდა რაღაც შანსი იჩნდებოდა და მიტო გაიგიჟეს თავი... მაგრამ ლებრონი აღმართს ხნავსო და.....
ბოსტონს შორეული 60-70-80წლების კალათბურთელთა სულები მფარველობენ ალბათ
დაძაბული სათამაშო დღე კი იყო ნბა-ში, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად მაინც მარტივი "რაზვიაზკა" გაიჩითა - 3:0 იგებენ ის გუნდები, რომლებსაც სეზონის დასაწყისში აღმოსავლეთის მთავარ ფავორიტებად ასახელებდნენ.
ოვერტაიმში აღარ უნდა წაეგოთ... ან ბელინელის მაინც არ დაედგა ფეხი ხაზზე

გოგო რომ მაგრად მოგეწონება, თითქმის უნაკლო რომ გგონია და ამ დროს ხმამაღლა გააKუებს, აი ეგეთ ასოციაციებს აღძრავს ჩემში ფილადელფია ბოსტონთან
ილორელი ამბობდა, ტორონტომ რა მოლოდინიც არ უნდა გააჩინოს, ლებრონა მაინც დაშლითო. ეხლა მაინტერესებს, "სელტიქსიც" ეგეთი უტ...კო ჰგონია, თუ სხვა სცენარი იქნება რამე ?
ბოსტონი ბელინელის სროლის მერე ოვერტაიმს თუ მოიგებდა ვერ წარმოვიდგენდი.ჰორფორდი დონეა ქულა შეიძლება საერთოდ ვერ აიღოს მარა სხვა ინტელექტის მქონეა ყველანაირ ასპექტში პირველია.ტატუმი ბრავო სიმონსს აშკარად აჯობა დუელი ბევრად მეტი მოეთხოვებოდა ამ სამ თამაშში სიმოსსს ემბიდი რა ბურთებს კარგავს კიდე როგორც წინ წაიყვანა გუნდი ისე წააგებინა გამოცდილება გამოცდილება აკლია ფილადელფია სტივენსს რაც შეეხება გენიალურია ფილადელფიას 2 დღეში ძაან მარტივად მოუძებნა გასაღები ამ კაცს შეუძლია უდიადესი სახელის დატოვება კალათბურთში
კლივლენდი 30 ქულას რო იგებდეს ერთი მეოთხედი რო იყოს დარჩენილი მაინც ვერ იქნები მშვიდად მაინც ბოლომდე დაძაბულ სიტუაციამდე მიიყვანეს თამაში და იქ გამოჩნდა ლებრონი რა გეიმვინერი მიარტყა ტიპმა შედევრი.კლივლენდი წინა მატჩების განსხვავენით დღეს ცოტა პასიური მეჩვენა დაცვაში მაგრამ კაია ეს ანგარიში ალბათ დაამთავრებენ ზეგ და ბოსტონისთვის მოემზადებიან.კევინ ლავს ბრავო ასეთი ლავი მაინც გვინდა შეტევაში და ფარზე სამწამიანზე აგრესია დაიბრუნა ლავმა ბოლო ორ მატჩში ძაან მაგარია.ლებრონზე რა დავწერო მარველის სუპერგმირს ყველას ერთად ჯობს უნიკალურია
რა დაბალი დობეა აღმოსავლეთში კი ჩანს...4 თამაში ინდიანასთან და 2 ტორონტოსთან კავსმა ძლივს მოიგო.დარწმუნებული ვარ გოლდენთან ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებს ვინც გამოვა აღმოსავლეთიდან.ლებრონას რაც შეეხება უმართლებს აშკარად.პალასა აქვს .მე იმაზე მეცინება ხალხი აღფრთოვანებაზეეეე რომააა დდდდდდდდ.პრაიმში მყოფმა ლებრონმა თუ ასეთი დაბალი დონის მეტოქეები ვერ დაამარცხაა მაშინნ რა ჯორდანთან შედარებაზეა საუბარი.ფინალში აქ დასამტკიცებელი ,მარა ია ტრადიციულად ჩაი.სვრის.
ბრავო ბიჭებს დღეს რაც სტივენსმა და ბიჭებმა ჩაიდინეს გმირობის ტოლფასი იყო....ჰორფორდმა ბოლო წუთებზე ჩაუტარა გაკვეთილი ჯოელს და მაგრადაც ატკინა.....წლევანდელ პლეიოფს ჯერჯერობით ორი მთავარი გმირი ყავს.....ლებრონი და სტივენსი....ორივე უმაღლეს დონეს დებს