ფეხბურთი

22:31 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” რუსთავშიც იმარჯვა

 

ცხინვალის „სპარტაკი“ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის  მზადებას განაგრძობს. კახი კაჭარავას გუნდმა საქართველოში მზადების პირველ ეტაპზე რიგით მესამე მატჩი გამართა. „გაგრასთან“ 2:0 მოგებისა და ბოლნისის „სიონთან“ 5:1 გამარჯვების შემდეგ, ცხინვალელები რუსთავს ეწვივნენ და „ბენდელას თასის“ გათამაშების მე–3 ტურში „მეტალურგს“ გაეჯიბრნენ. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, რომ ვარლამ კილასონიამ „სპარტაკის“ წინააღმდეგ საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობა და ტესტებზე მყოფი ფეხბურთელები ათამაშა. შესაბამისად, მატჩი ცხინვალელთა დომინირებით წარიმართა. სტუმრებს იმდენი საგოლე მომენტი ჰქონდათ, რომ გაცუდებული შანსების ნახევარი რომ გამოეყენებინათ საკმაოდ სოლიდური ანგარიშით იმარჯვებდნენ. თუმცა, ცხინვალელებმა საგოლე მომენტები ქარს გაატანეს და მხოლოდ მინიმალური სხვაობით გამარჯვებას დასჯერდნენ. 26–ე წუთზე ლაშა პარუნაშვილის ჩინებული გადაცემით გიორგი ცერცვაძემ გახსნა ანგარიში. ზუსტად 6 წუთში კი გიორგი თექთურმანიძის გამოზომილი პასით, „სპარტაკის“ ახალწვეულმა ირაკლი ეხვაიამ ცხინვალელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში და მეორე ტაიმში სპარტაკელთაგან თორნიკე თუხარელს, თამაზ მაქაცარიას, თეიმურაზ შონიას და სხვებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ...

გაცუდებული მომენტების გამო მასპინძლებმა სტუმრები მატჩის მიწურულს დასაჯეს - გიორგი ტუხაშვილმა ჩინებულად შეასრულა საჯარიმო და საბოლოო ანგარიში - 1:2 დააფიქსირა.

დაბოლოს, „სპარტაკმა“ ლევან კაკუბავას, დავით მაისაშვილის, გივი იოსელიანისა და ირაკლი ეხვაიას შემდეგ, კიდევ ორ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. თბილისის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი, იჯარის წესით, მიმდინარე სეზონს კახი კაჭარავას გუნდში დაასრულებს. გარდა ამისა, შუახაზელმა გიორგი გაგნიძემ „სპარტაკთან“ 6+6 სისტემით ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

მეტალურგი (რუსთავი) – სპარტაკი (ცხინვალი)  1:2 (0:2)

მეტალურგი: შერმადინი, ჩიგოევი, მიქაუტაძე, დვალაშვილი, გამყრელიძე, ნარიმანიძე, ხოხონიშვილი, კაკულია, მურადაშვილი, კობერიძე, ოქროპირიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაგრატიონი, ბიწკინაშვილი, გოცაძე, კირვალიძე, ჭულუხაძე,  ტუხაშვილი, ბერიძე, დარბაიძე, მიქელაძე, გელაშვილი, ბებია, ყაველაშვილი.

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი, ცერცვაძე, პარუნაშვილი, შონია, თუხარელი, თექთურმანიძე, ეხვაია.

შეცვლაზე შევიდნენ: გაგნიძე, მაისაშვილი, ქურდაძე, ბურძენაძე, მაქაცარია, გოგიაშვილი, მოსაშვილი.

 მწვრთნელი: კახი კაჭარავა

გოლები: 0:1 ცერცვაძე (26), 0:2 ეხვაია (32), 1:2 ტუხაშვილი

მსაჯი: ირაკლი ურუშაძე

0.114256