მოსკოვის “სპარტაკმა”, რუსეთის პრემიერლიგაში წარდგენილ გუნდის განაცხადში ჯანო ანანიძე ჩაწერა, რითაც არსებული შეცდომა, როგორც იქნა, გამოასწორა.
“ნახევარმცველ ჟანოს სახელი ჩასწორებულია როგორც ჯანო, რაც ქართულ გამოთქმას შეესაბამება”, - იუწყება “სპარტაკის” პრესსამსახური.
სხვათა შორის, პირველად ანანიძემ, ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც “სპარტაკის” სასტარტოში დებიუტი ჰქონდა, განაცხადა, თუ როგორ გამოითქმოდა მისი სახელი სწორად, მაგრამ დღემდე, მოსკოველთა შორის ის ჟანოდ მოიხსენიებოდა.