ფეხბურთი

21:40 | 12.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” გორში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა

 

გორელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, გია გიგატაძემ და კლუბის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინათ გამართულ შეხვედრაზე თქვეს: წლევანდელ სეზონში მთავარი მიზანი ქვეყნის თასზე წარმატებით თამაში იქნებაო. ნახევარფინალში გორელები “დინამოს” ხვდებიან და პირველი მატჩი თბილისში მინიმალური ანგარიშით წააგეს. 23 აპრილს გორში საპასუხო შეხვედრაა და “დილასთვის” ის უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრას. თუმცა ვერ ვიტყვით, “სპარტაკთან” მოტივაცია აკლდათო. თავიდან ანგარიშიც გახსნეს, ბოლქვაძის დარტყმის შემდეგ მგელაძეს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა რაზმაძემ. შემდეგაც, გორელთაგან ბოლქვაძე და ბერიაშვილი აქტიურობდნენ. აი, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა იძალეს.

შესვენება ახალი დამთავრებული იყო, როცა მასპინძელმა მცველებმა შეცდომა დაუშვეს, მეტრეველი საჯარიმოში მარტოდ დატოვეს და სტუმართა მე-11 ნომერმა თავურით გაათანაბრა. მალევე კაკუბავამ დააწინაურა სტუმრები, ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს მანაც თავურით მიუჩინა ლეგაშვილის კარის ბადეში ადგილი. ექვსიოდ წუთში “სპარტაკმა” მესამე გოლი გაიტანა და ამით, ფაქტობრივად, გადაწყვიტა მატჩის ბედი. ამჯერად თავი ცხინვალელთა კაპიტანმა, თეიმურაზ შონიამ გამოიჩინა.

Bბოლოსკენ მასპინძლები კიდევ შეეცადნენ მდგომარეობის გამოსწორებას, აქტიურობდა კარგა ხნის შემდეგ გორელთა რიგებში გამოჩენილი გიორგი ქვილითაია, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

“სპარტაკმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ცხინვალელთა სასიხარულოდ, უშუალო კონკურენტმა, “ზუგდიდმა” ქუთაისში “მერანთან” წააგო და ახლა კახა კაჭარავას გუნდმა ზუგდიდელებს 4 ქულით გაუსწრო.

დილა (გორი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:3 (1:0)

12 აპრილი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.”

დილა: ლეგაშვილი, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ჯიშკარიანი, ორბელაძე, რაჟამაშვილი, რაზმაძე, შალამბერიძე (ქვილითაია 57), ბოლქვაძე (გურეშიძე 80), ხოჯავა (კოშკაძე 46), ბერიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

სპარტაკი: ნადირაძე, იოსელიანი, შონია (ბურძენაძე 86), პარუნაშვილი, ჭაფოძე, კაკუბავა, თექთურმანიძე (მაისაშვილი 90+3), ცერცვაძე, თუხარელი, მეტრეველი (ეხვაია 84), მგელაძე

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 1:0 რაზმაძე (18 პენალტით), 1:1 მეტრეველი (48), 1:2 კაკუბავა (52), 1:3 შონია (58)

გაფრთხილება: ბერიაშვილი (41), ქარქუზაშვილი (42), შალამბერიძე (56); მგელაძე (17), შონია (59)

მსაჯი: ლ. სილაგავა

0.116637