ფეხბურთი

22:10 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტაკმა" ჯანოს დუბლებში გადაყვანა დაადასტურა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკმა" დასაჯა და დუბლებში მოუწევს თამაში. მიზეზი დისციპლინის დარღვევა გახლდათ. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურის უფროსმა ფიოდორ ტურბინმა ITAR-TASS-ს დაუდასტურა.

მოგეხსენებათ, მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის თასის მე-16-ფინალის მატჩში სტუმრად "სმენა" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა, თუმცა ანანიძე მოსკოველთა განაცხადში არ ყოფილა.

როგორც აღმოჩნდა, 21 წლის ნახევარმცველმა მთავარ მწვრთნელთან მურატ იაკინთან შეუთანხმებლად, თავად გადაწყვიტა არ გაფრენილიყო შორეულ აღმოსავლეთში, მიზეზი ის გახლდათ, რომ ჯანო ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა.

გიორგი ბალახაძე

0.120028