კვირას ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩები იმართება. ამ დროისათვის 4 შეხვედრა დამთავრდა. რუსთავში “ჩიხურა” დეკანოიძის ადრეული გოლით იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა გათანაბრება მაინც შეძლეს და საჩხერელებს ლიდერთან კიდევ უფრო მიახლოვების საშუალება არ მისცეს. “გურიამ” ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ლიდერებში მყარად მკვიდრდება. ვეტერინარებმა ბოლო წუთზე გატეხეს “ზუგდიდის” წინააღმდეგობა და გიორგი დარასელიას სამწვრთნელო დებიუტი გაუუფერულეს. გორში კი დიდი ამბავი იყო. 83-ე წუთამდე “სპარტაკი” 1:2 უგებდა “სიონს” და 7 წუთიც რომ გაეძლო კახა კაჭარავას გუნდში მისვლიდან ზედიზედ მესამე მოგება გამოუვიდოდა, მაგრამ უფრო გამოცდილმა ბოლნისელებმა მაინც შეძლეს ბედის სათავისოდ შეტრიალება, ბოლოსკენ 2 გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:1)
გოლი: 0:1 ბესიკ დეკანოიძე (5), 1:1 დენის დობროვოლსკი (57)
მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 1:2 (0:1)
გოლი: 0:1, 0:2 ალექსანდრე კოშკაძე (37, 50), 1:2 ლაშა კუჭუხიძე (65)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ლევან კუხალეიშვული (90)
სიონი (ბოლნისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 3:2 (1:1)
გოლები: 1:0 ალექსანდრე გოგობერიშვილი (18), 1:1 გიორგი თექთურმანიძე (28), 1:2 ლაშა ჩაფიძე (68), 2:2 გიორგი კახელიშვილი (83), 3:2 ზვიად ლობჟანიძე (85)
გაძევება: ლაშა ჩაფიძე (83, ორი ყვითელი)
ტორპედო (ქუთაისი) – ზესტაფონი
24 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00
დისკვალიფიცირებულები: გიორგი კუხიანიძე (“ტორპედო”), გიორგი კაჭკაჭიშვილი (“ზესტაფონი”)
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. ფიფია, ლ. თოდრია, ხ. გაგნიძე, ა. ნონიკაშვილი, დ. სანოძე
პირველ წრეში – 3:2
დინამო (თბილისი) – დილა (გორი)
24 ნოემბერი. თბილისი. “დინამო არენა” 18:00
მსაჯები: ო. ხეცაძე, ი. უკლება, გ. ელიკაშვილი, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)
პირველ წრეში – 1:1
1. |
დინამო (თბილისი) |
12 |
9 |
2 |
1 |
29:10 |
29 |
|
|
2. |
ჩიხურა |
13 |
8 |
2 |
3 |
28:20 |
26 |
|
|
3. |
გურია |
13 |
8 |
0 |
5 |
15:16 |
24 |
|
|
4. |
მეტალურგი |
13 |
6 |
4 |
3 |
19:17 |
22 |
|
|
5. |
ტორპედო |
12 |
5 |
4 |
3 |
17:11 |
19 |
|
|
6. |
დილა |
12 |
5 |
3 |
4 |
16:13 |
18 |
|
|
7. |
სიონი |
13 |
4 |
4 |
5 |
16:17 |
16 |
|
|
8. |
ზესტაფონი |
12 |
4 |
3 |
5 |
13:10 |
15 |
|
|
9. |
ვიტ ჯორჯია |
13 |
4 |
3 |
6 |
17:19 |
15 |
|
|
10. |
მერანი |
13 |
4 |
0 |
9 |
13:28 |
12 |
|
|
11. |
სპარტაკი |
13 |
3 |
1 |
9 |
11:19 |
10 |
|
|
12. |
ზუგდიდი |
13 |
1 |
4 |
8 |
5:19 |
7 |
|
მეგოლეები:
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
7 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)
3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე (ორივე - “სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე, ალექსანდრე კოშკაძე (ორივე - “გურია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა