უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული საფეხბურთო კლუბი ცხინვალის “სპარტაკი” მომავალ სეზონში საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ცხინვალელთა პრესატაშემ დავით ცაბაძემ აცნობა.
განვლილ სეზონში “სპარტაკი” საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობდა და მეტოქებს საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” სტადიონ “ბენდელაზე” მასპინძლობდა. ამჯერად, “სპარტაკი” ხსენებულ არენაზე მხოლოდ ივარჯიშებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძაან კარგი ჩემპიონატი იყო. სპორტსმენების ნაკლებობაა საქართველოში.
წარმატებები