მოსკოვის “სპარტაკმა” ბრაზილიელი ნახევარმცველის დიეგოს ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები განაახლა. ინტერნეტ-პორტალ “სპორტბოქსის” ცნობით, მოსკოველები ჯერ კიდევ მადრიდის “ატლეტიკოს” წევრ დიეგოს ყიდვით 2012 წელსაც იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა, მაშინ საქმე გარიგებამდე არ მისულა.
ამჯერად, რუსული კლუბი საქმის დაჭერას გერმანულ “ვოლფსბურგთან” აპირებს, რომელთან კონტრაქტიც 28 წლის დიეგოს მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ბრაზილიელის სატრანსფერო თანხა 4 მილიონი დოლარია, თუმცა, შესაძლოა, “სპარტაკმა” სამხრეთამერიკელი იჯარის წესით აიყვანოს და მოგვიანებით გამოისყიდოს.