პირეოსის “ოლიმპიაკოსის” გამთამაშებელი ვასილის სპანულისი ლონდონში გასამართ “ოთხთა ფინალის” წინ ევროლიგის 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა – იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი.
მიმდინარე სეზონში 30 წლის ვასილისმა ევროლიგის 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მონაგარი 14,7 ქულა, 2,1 მოხსნა, 5,6 შედეგიანი პასი და 0,9 ჩაჭრა გახლდათ.
სპანულისი რაღა თქმა უნდა სეზონის საუკეთესო სიმბოლურ ხუთეულშიც დასახელდა რუდი ფერნანდესთან (“რეალი”), ანტე ტომიჩთან (“ბარსელონა”), დიმიტრის დიამანტიდისთან (“პანათინაიკოსი”) და ნენად კრსტიჩთან (ცსკა) ერთად.