ფეხბურთი

16:20 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტიმ შესაძლოა, “ტოტენჰემი” გაწვრთნას

სანკტ პეტერბურგის “ზენიტიდან” გათავისუფლებულმა იტალიელმა სპეციალისტმა, ლუჩანო სპალეტიმ სეზონის ბოლოს შესაძლოა, ლონდონის “ტოტენჰემი” ჩაიბაროს. “ტიმ შერვუდი აუცილებლად ჩაამთავრებინებს “დეზებს” სეზონს. თუ გუნდი ოთხეულში მოახვედრა და ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა, მასთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებენ, თუ არა, მაშინ აუცილებლად ახალი მწვრთნელი მივა და დღეისათვის მთავარ პრეტენდენტად სპალეტი მიიჩნევა,  – განაცხადა სპალეტისთან დაახლოვებულმა პირმა, - ლუჩანო უკვე შეხვდა “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებს. მისი მიწვევის ინიციატორი კი ლონდონური კლუბის გენერალური დირექტორი, ასევე იტალიელი ფრანკო ბალდინია.

0.104256