ფეხბურთი

17:22 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სპაჰიჩი “ანჟიში” ითამაშებს

ესპანური “სევილიას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ანდალუსიელთა ბოსნიელი ცენტრალური მცველი ემირ სპაჰიჩი, სეზონის ბოლომდე, მახაჩყალის “ანჟიში” ითამაშებს.

ისევე, როგორც სხვა არაერთი ესპანური გუნდი, “სევილიაც” ფინანსურ კრიზისს განიცდის. სწორედ ამ მიზეზით გაამართლეს ანდალუსიელებმა სპაჰიჩის ტრანსფერი და მას ფინანსურად მომგებიანიც უწოდეს. ოფიციალური ინფორმაციიც, სპაჰიჩი “ანჟიში” არენდის წესით ითამაშებს და მახაჩყალელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ცნობილი გახდა გარიგების ფინანსური დეტალებიც. 32 წლის უკანახაზელის არენდაში “სევილია” 2.3 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თუ რუსულმა კლუბმა ფეხბურთელის გამოსყიდვა მოინდომა, ესპანელების ბიუჯეტი კიდევ 1.1 მილიონით შეივსება.

0.116431