კალათბურთი

21:26 | 3.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმი “ კერკეტი კაკალი გამოდგა

დაიწყო პლეი ოფის მეოთხედფინალური მატჩების სერია. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დაძაბული, “შსს აკადემია” – “სოხუმის” შეხვედრა გამოდგა, რომელმაც საქართველოს კალათბურთელთა XXI ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობა, შესაბამისად, IV-V ადგილებზე დაასრულეს. ამ გუნდების მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის მატჩი “სოხუმმა” 9 ქულის სხვაობით, 93:82 მოიგო. “ძალოვნებმა” მე-2 წრეში 22 ქულის სხვაობით, 74:52 გაიმარჯვეს და პირველ წრეში დამარცხებისთვის რევანში აიღეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ “შსს აკადემიას” უცხოელი მთავარი მწვრთნელი (კეცელიდისი) და 5 ლეგიონერი კალათბურთელი (ბლერი, ტაბსი, მუდი, სმიტი, ტლეპალოვაცი) ჰყავს, ფავორიტად “ძალოვნები” ითვლებიან. მართალია, ლეგიონერები ზღვისპირელებსაც (ჯექსონი, რიჩარდსი, მილოშევიჩი) ჰყავთ, მაგრამ სამივე რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიმატეს, რომლებიც “სოხუმის” შემადგენლობაში პირველ შეხვედრას ატარებდნენ. გავუსწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ ჯექსონმა და რიჩარდსონმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. არც მილოშევიჩია ურიგო, მაგრამ ზედმეტი წონა აქვს და ფარის ქვეშ მძიმედ მოძრაობს. ორნახევარი წუთის შემდეგ, “შსს აკადემია” 6:2 დაწინაურდა. რიჩარდსონის (8 ქულა), ჯექსონის (10) და განსაკუთრებით ფარღალავას (18) კარგი თამაშის შემდეგ, ზღვისპირელებმა პირველი ტაიმი 17 ქულის სხვაობით, 44:27 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ფარღალავამ ოთხიდან ოთხივე სამქულიანი გამოიყენა. იყო მომენტი, როცა “სოხუმი’ 23 ქულითაც კი იგებდა. პირველ ტაიმში “ძალოვნების” ლიდერ ლარი ბლერს მხოლოდ სამი ქულა ჰქონდა. კეცელიდისის შეგირდებიდან მარტო ლონდარიძე (8 ქულა) აქტიურობდა. დანარჩენებს კი თამაში არ წაუვიდათ.
მეორე ტაიმში სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა. ცენტრალური თავდამსხმელი დავით იმნაძე თამაშში კარგად ჩაერთო, ბლერიც გააქტიურდა და ანგარიშში სხვაობამაც იკლო. მე-4 მეოთხედის ბოლო წუთზე, სიტუაცია უაღრესად დაიძაბა. ძირითადი დროის დასრულებამდე 40.7 წამით ადრე, “სოხუმის” ინგლისელმა ლეგიონერმა რაიან რიჩარდსმა მე-5 ჯარიმა მიიღო. რიჩრდსმა და “სოხუმის” სათადარიგოთა სკამის რამდენიმე წარმომადგენელმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მსაჯმა ზღვისპირელთა სათადარიგოთა სკამიც დააჯარიმა. ამ დროისთვის, “სოხუმი” მხოლოდ 4 ქულით (78:74) იყო წინ. ზემოთ ნახსენები ჯარიმების შემდეგ, ლარი ბლერს საჯარიმოებით ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა. ბლერმა ეს შანსი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა – 78:78. ძირითადი დროის დასრულებამდე 7,7 წამით ადრე ნიკოლაძე ფარღალავასთან დაჯარიმდა. ამ უკანასკნელმა ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. ზღვისპირელები ისევ წინ გავიდნენ – 80:78. აღნიშულ შეხვედრას წერტილი ფარღალავამ დაუსვა, რომელმაც ორივე საჯარიმო ისევ ზუსტად გამოიყენა. უაღრესად მნიშვნელოვან შხვედრაში “სოხუმმა” – 82:78 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ამ შეხვედრაში ყევლაზე მეტი, 28 ქულა “სოხუმის” უკანახაზელმა ლაშა ფარღალავამ დააგროვა. “სოხუმის” ლეგიონერებიდან, რიჩარდსმა 18 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ჯექსონმა 17 ქულა დააგროვა, ხოლო მილოშევიჩმა 8 ქულა და ამდენივე მოხსნა.
მართალია, “შსს აკადემიას” ლეგიონერმა ბლერმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, მაგრამ თანაგუნდელთა შორის მაინც ყველაზე მეტი, 22 ქულა დააგროვა.

 

 

 

შსს აკადემია 78 - 82 სოხუმი  
 
 
 
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
შსს აკადემია 17 10 23 28 78
სოხუმი 22 22 19 19 82
 
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ენტონი მუდი   12:19 0 3 0 1 2 50 1 3 33.3 0 1 1 1 1 1 1 0 4
7 ლექსო ლაფანაშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
8 გიორგი ნიკოლაძე * 21:47 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 2 3 2 3 1 0 0 0
9 ილია ლონდარიძე   21:38 4 6 66.7 0 0 0 0 1 0 1 3 4 0 3 2 2 1 8
11 ნოდარ თენიეშვილი   00:14 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
14 დავით იმნაძე   15:53 3 4 75 2 3 66.7 1 1 100 1 4 5 0 2 1 1 0 13
15 ჯასტინ ტაბსი * 28:56 1 3 33.3 2 6 33.3 2 2 100 3 1 4 3 3 3 1 0 10
22 ლარი ბლერი * 28:47 4 6 66.7 2 9 22.2 8 10 80 0 2 2 6 2 1 0 0 22
24 მერაბ ბოქოლიშვილი   29:09 2 2 100 0 2 0 0 0 0 0 4 4 1 1 0 0 0 4
33 ტრეისი სმიტი   20:34 4 9 44.4 0 0 0 3 4 75 0 1 1 1 0 0 2 1 11
41 ალენ ტრეპალოვაცი * 15:14 2 8 25 0 0 0 2 2 100 0 1 1 0 2 2 0 0 6
55 ბექა ბექაური * 05:29 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 1 1 0 0 0
                          0 0 0 0 0 0 0 0 0
  20 41 48.78 7 22 31.82 17 23 73.91 7 19 26 14 18 12 7 2 78
 
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ლაშა ფარღალავა * 36:50 1 8 12.5 5 8 62.5 10 11 90.9 0 4 4 6 2 4 2 0 27
5 რევაზ როგავა   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
8 ირაკლი ჩლაიძე * 07:25 2 2 100 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 4
11 სერგო ათუაშვილი   10:14 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 2 3 2 4 1 0 0 0
12 ლევან ფაცაცია   33:30 3 5 60 0 2 0 0 2 0 3 4 7 4 1 2 0 0 6
13 გიორგი გაფრინდაშვილი   04:10 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0 0
14 ვახტანგ ქადარია   00:11 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
15 გიორგი ჯგერენაია * 11:38 1 4 25 0 0 0 0 0 0 1 1 2 0 1 2 0 1 2
22 ტატო ჩაჩიბაია   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 ჯოშუა ჯეკსონი * 38:46 4 7 57.1 3 7 42.9 0 0 0 1 3 4 4 2 1 1 0 17
24 რაიან რიჩარდსი * 30:34 3 6 50 0 0 0 2 2 100 3 5 8 3 3 4 0 0 8
25 სტეფან მილოშევიჩი   26:42 3 5 60 3 6 50 3 6 50 2 8 10 2 5 4 0 0 18
                          3 3 6 0 1 0 0 0 0
  17 37 45.95 11 23 47.83 15 21 71.43 14 30 44 22 20 18 4 1 82

 

დანარჩენი მატჩებიდან, შედარებით დაძაბული “ოლიმპი” – “დინამოს” შეხვედრა გამოდგა. ამ წყვილში ფავორიტად “ოლიმპი” ითვლებოდა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 3-ე ადგილი დაიკავა, ხოლო “დინამო” მე-6-ზე გავიდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა “ოლიმპის” უპირატესობით დაიწყო. განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე აქტიურობდა. პირველი ტაიმი “ოლიმპმა” 42:32 მოიგო. მეორე ტაიმში “დინამო” ბევრს ეცადა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო და მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა. აღნიშნული შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 70:64 “ოლიმპის” სასარგებლოდ, რომელიც სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე “დინამოს” მძიმე ფორვარდი ქეირონ კარტერი გახდა, რომელმაც 28 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
“ოლიმპის” მხრიდან ყველაზე შედეგიან, უკანახაზელ გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 19 ქულაა. 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ცინცაძის თანაგუნდელმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ივო ჰოგერმა შეასრულა.

 

 

ოლიმპი 70 - 64 დინამო  
 
 
 
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
ოლიმპი 20 22 12 16 70
დინამო 18 14 17 15 64
 
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე   32:18 4 8 50 1 1 100 1 2 50 0 6 6 4 1 7 0 0 12
5 გიორგი გულისაბედაშვილი   06:07 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 0 0 0
7 გიორგი ნანიტაშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
8 ტარიელ თავართქილაძე   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ნოდარ სიგუა   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ილიცა მილუტინოვიჩი   22:10 2 7 28.6 0 0 0 1 2 50 0 3 3 0 3 2 0 2 5
11 მიხეილ ბერიშვილი * 35:34 2 5 40 1 3 33.3 2 3 66.7 3 8 11 2 3 2 3 0 9
12 ნიკიტა სლიუკა * 21:59 0 1 0 1 2 50 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0 3
14 ნიკოლა ტუტუსი * 31:59 1 6 16.7 1 9 11.1 2 2 100 4 5 9 3 5 3 2 2 7
21 გიორგი ცინცაძე * 27:00 8 12 66.7 0 6 0 3 4 75 0 2 2 4 4 4 0 1 19
25 ივო ჰოგერი * 22:53 7 7 100 0 0 0 1 2 50 2 10 12 0 4 1 0 1 15
                          2 1 3 0 1 0 1 0 0
  24 46 52.17 4 21 19.05 10 15 66.67 11 36 47 14 22 20 5 6 70
 
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 იოსებ ლეჟავა   15:10 0 2 0 0 4 0 0 0 0 1 3 4 1 4 0 0 0 0
6 ირაკლი ლომიძე   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 დუდა სანაძე * 32:30 0 4 0 0 6 0 2 4 50 1 4 5 3 3 1 0 1 2
9 ირაკლი კეიდია   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 ირაკლი ალხანაიძე   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიგა მეხრიშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
15 ლადო სუხიშვილი   01:24 0 2 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 0 0 0 0
21 ალექსანდრე გრუევი * 34:38 0 4 0 1 6 16.7 0 0 0 0 2 2 6 3 5 1 0 3
31 ალექსანდრე ზესევიჩი * 37:42 4 5 80 0 5 0 2 4 50 2 1 3 0 4 3 1 0 10
32 მილან ოლუიჩი * 38:36 8 13 61.5 0 0 0 5 10 50 2 7 9 3 2 4 1 3 21
33 ქიენ კარტერი * 40:00 12 23 52.2 0 1 0 4 6 66.7 9 11 20 2 1 3 1 1 28
                          2 1 3 0 1 0 1 0 0
  24 53 45.28 1 22 4.55 13 24 54.17 18 29 47 15 18 17 4 5 64

 

“არმია” – თსსუ-ს შეხვედრაში მხოლოდ ის იყო საინტერესო, თუ როგორი ანგარიშით შეძლებდა ამ სეზონში დაუმარცხებლად მოასპარეზე “არმია” რეგულარული ჩემპიონატის მერვეადგილოსან თსსუ-ს დამარცხებას. “ძალოვნები” 30 ქულიან უპირატესობას დასჯერდნენ და 100:70 გაიმარჯვეს.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 18 ქულა სტუდენტების უკანახაზელმა კოკა ტომარაძემ დააგროვა, რომელსაც “არმიას” ფორვარდი ჯერემი რიჩარდსონი ერთი ქულით ჩამორჩა.
ამ შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი თსსუ-ს ცენტრალურმა თავდამსხმელმა აკაკი დვალიშვილმა შეასრულა, რომლის ანგარიშზე 14 ქულა და 12 მოხსნაა.

 

 

არმია 100 - 70 თსსუ 2012-05-03, 12:00
 
 
 
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
არმია 27 27 26 20 100
თსსუ 18 16 12 24 70
 
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ჯერემი რიჩარდსონი * 20:02 6 8 75 1 3 33.3 2 4 50 2 2 4 4 1 0 1 0 17
5 ზვიად ბაბიაშვილი   14:42 4 6 66.7 0 1 0 0 2 0 0 2 2 2 1 1 1 0 8
6 ანატოლი ბოისა   19:08 1 4 25 2 5 40 3 4 75 0 3 3 2 2 1 0 0 11
7 ვახტანგ მინაშვილი   11:10 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 3 3 6 1 1 3 0 0 2
8 დავით უგრეხელიძე   09:04 1 2 50 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 3 1 0 0 2
9 ბუბა კვიმსაძე * 20:23 0 2 0 1 1 100 0 0 0 2 3 5 4 3 4 2 0 3
10 უილიამ ტომასი * 23:49 5 7 71.4 0 2 0 3 4 75 0 3 3 1 0 1 1 0 13
13 რევაზ ათანელიშვილი   08:43 3 7 42.9 0 0 0 0 1 0 2 4 6 1 2 0 0 0 6
14 იოაკიმ შელბომი * 15:32 6 7 85.7 0 0 0 1 1 100 3 3 6 1 1 0 1 0 13
15 გილერმო დიაზი   15:59 3 4 75 1 2 50 2 2 100 0 2 2 0 0 0 0 0 11
20 ბენჟამინ ვუდსაიდი * 27:22 3 4 75 1 3 33.3 2 2 100 0 3 3 4 1 3 3 0 11
21 ირაკლი საყვარელიძე   14:06 1 1 100 0 1 0 1 1 100 0 0 0 1 1 3 1 0 3
                          1 1 2 0 0 0 0 0 0
  34 55 61.82 6 18 33.33 14 21 66.67 14 29 43 21 16 17 10 0 100
 
თსსუ
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 კოკა ტომარაძე * 32:32 4 8 50 2 7 28.6 4 4 100 1 1 2 3 3 1 2 0 18
8 გიორგი ყველაშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გიორგი პირველაშვილი   13:27 0 1 0 0 0 0 1 2 50 0 3 3 1 3 0 0 0 1
12 ირაკლი გაბისონია   08:10 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 0 0 2
13 მალხაზ აბაიშვილი * 30:04 2 6 33.3 1 4 25 0 0 0 1 0 1 9 3 2 3 0 7
14 გრიგოლ შვანგირაძე   12:07 0 1 0 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 1 2 0 1 0 3
15 მიხეილ ჭოჭუა * 33:40 5 8 62.5 1 3 33.3 2 5 40 1 5 6 0 4 9 0 0 15
20 ნემანია ილიჩი * 31:56 5 9 55.6 0 4 0 0 0 0 1 4 5 0 3 3 0 0 10
21 აკაკი დვალიშვილი * 30:54 7 11 63.6 0 0 0 0 0 0 5 7 12 3 2 3 0 2 14
22 ლერი კვანტალიანი   07:10 0 1 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 1 1 0 0 0
24 გიორგი ფერიაშვილი   00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
                          1 2 3 0 0 0 2 0 0
  24 48 50.00 5 21 23.81 7 11 63.64 11 23 34 17 22 22 6 2 70

მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩების შემდეგ, “არმია”, “ქუთაისი-2010”, “ოლიმპი” და “სოხუმი” დაწინაურდნენ, რომლებსაც ნახევარფინალამდე თითო მოგება აშორებთ.
მეოთხედფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები 5 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

თსსუ – “არმია” 12:00
“სოხუმი” – “შსს აკადემია” 14:00
თსუ – “ქუთაისი-2010” 16:00
“დინამო” – “ოლიმპი” 18:00
 

 

როლანდ ლაბუჩიძე

http://www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174582