კალათბურთი

14:12 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„სოხუმი“ ფინანსური პრობლემების გამო „ბათუმთან“ სათამაშოდ არ გავიდა

დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი უნდა ჩატარებულიყო. მაყურებელი „ბათუმისა“ და „სოხუმის“ დაპირისპირებას ელოდა. გუნდებმა წინასამატჩო მოთელვა ჩაატარეს, მაგრამ მატჩი არ დაწყებულა. სოხუმელთა გამთამაშებელმა რატი ბააკაშვილმა სპორტის სასახლეში შეკრებილ მაყურებელს და მეტოქეს მიმართა, მოუბოდიშა და განაცხადა, რომ უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გამო მისი გუნდი სათამაშოდ არ გავიდოდა. ამ წუთებში მიმდინარეობს სოხუმის კლუბის მთავარი მწვრთნელისა და მოთამაშეების პრესკონფერენცია.

აღნიშნული შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო „სოხუმს“ ჩაეთვალა ტექნიკური წაგება.

0.115384