შვეიცარიული “ბაზელის” მთავარმა მწვრთნელმა პაულო სოუზამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. "ლივერპულთან" დაპირისპირების წინ პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის გუნდს ამ თამაშის მოგება შეუძლია.
"ფეხბურთში ყველას ოცნებაა ასეთ ტურნირში მონაწილეობა მიიღოს. მომავალ მატჩში გვინდა კარგი სტატისტიკა გვქონდეს და ნაკლები შეცდომები დავუშვათ. თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, "ლივერპულთან" გამარჯვებასაც მივაღწევთ. მომავალ მატჩში შევეცდებით საუკეთესოდ ვითამაშოდ. როჯერსთან დაპირისპირება სასიამოვნო გამოდგება. იგი დიდებული მწვრთნელი და ადამიანია. ჩემ მსგავსად, იგიც ცდილობს მისმა გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშოს," - განაცხადა სოუზამ.
"ბაზელის" და "ლივერპულის" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩს შვედი არბიტრი იონას ერიკსონი განსჯის.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე თქვენი გუშინდელი კომენტარები რომ წაგაკითხათ დღეს(რამდენიმემ,ვინც დაბლა დაწერა) არამგონია პროგნოზის გაკეთება გადაგეწყვიტათ დღეს - ბარსას ისეთი ორიანი მოდიოდა მატჩის ჩატარება ფორმალობად მიგაჩნდათ.
დაკონკრეტე მაინც ვინ თქვა ეგ პროგნოზი
ლივერთან ქე შეიძლება მოგება
DDDDDDDDDDDDDD
ნაკლებობა წამოვიდეს და რაც უნდა ის უქნიათ
ისე ლივეს წაგება გაასწორებდა
ლივერპულთან რატომაც არა?
ლუდოგორეცს ძლივს მოუგეს
მოიგებ კიდევცო რომ იცოდე შენ