ფეხბურთი

12:36 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: "აქ სხვაგვარი გუნდი ვიქნებით"

საჩხერის "ჩიხურას" მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ მისი გუნდი ლიხტენშტაინში "ვადუცთან" სხვაგვარად ითამაშებს – უკეთ, ვიდრე მაყურებელმა "მიხეილ მესხზე" იხილა, როცა შეხვედრა 0:0 დასრულდა.

"ვადუცში სხვა გუნდი ვიქნებით. აქ მოსაგებად ჩამოვედით. პირველი მატჩი ჩვენთვის იმიტომაც გამოდგა რთული, რომ პირველი სერიოზული თამაში გვქონდა ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში. ფაქტობრივად, მოუმზადებლები ვიყავით. დღეს სხვა თამაში იქნება".

"ჩიხურას" ტრავმირებულები - ნიკა კვასხვაძე და ლაშა ჭელიძე დააკლდებიან. მატჩი ვადუცის "რაინპარკზე" (7800 მაყურებელს იტევს) თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.


0.128443