სხვა

15:06 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ჯაფარიძემ საზღვარგარეთ პირველად გაიმარჯვა

 

საქართველოს სათხილამურო ნაკრების წევრები ევროპაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის fis-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას განაგრძობენ, ისინი  თავიანთ ქულებს იუმჯობესებენ და რეიტინგში წინ მიიწევენ.

10 მარტს, იტალიის კურორტ კორტინა დამპეცოში იუნიორთა შორის იტალიის ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. გიგანტურ სლალომში 17 წლის სოსო ჯაფარიძემ 133 მონაწილეს შორის მე-2 ადგილი დაიკავა და 48.57 ქულა მოიპოვა. შეჯიბრება ავსტრიელმა ლინუს ვალხმა მოიგო, მესამე ადგილზე კი იტალიელი მარკო მაროკო გავიდა. ნიკოლოზ კოზანაშვილი, სამწუხაროდ, ასპარეზობას გამოეთიშა.

22 მარტს ალეგეში (იტალია) fis-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაში (გიგანტური სლალომი) სოსომ გაიმარჯვა, მან ქულები გაიუმჯობესა - 39.18 ქ. მეორე და მესამე ადგილები იტალიელმა მოთხილამურეებმა: ფედერკო პელოსიმ და რიკარდო კაუდორომ დაიკავეს. ნიკოლოზ კოზანაშვილი კი მეხუთე ადგილზე გავიდა და 53.67 ქულა მოაგროვა. ამ შეჯიბრებაზე დიდი კონკურენცია გაიმართა, ასამდე სპორტსმენი ასპარეზობდა. მეორე ადგილზე გასულმა ფედერიკომ და რიკარდომ სოსოსთან მხოლოდ 0.02 წმ. და  0.25 წმ. წააგეს.

სოსო ჯაფარიძემ საზღვარგარეთ პირველად გაიმარჯვა. აღსანიშნავი და სასიხარულოა სოსოსა და ნიკოლოზის წარმატებული სეზონიც. ისინი პირველი ქართველი მოთხილამურეები არიან, რომელთაც ასეთ ადრეულ ასაკში fis-ის ასეთი კარგი ქულები მოაგროვეს.

 

www.gsf.ge 

0.142219