ფეხბურთი

15:34 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადს” მორატა, ტელიო და კუენკა სურს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, სან სებასტიანის “სოსიედადი” შემტევი ფეხბურთელების გადაბირებას გეგმავს. ესპანური მედიის ცნობით, ბასკები მადრიდის “რეალის” ფორვარდ ალვარო მორატასა და კატალონიის “ბარსელონას” გარემარბებს – ისააკ კუენკასა და კრისტიან ტელიოს უმიზნებენ.

დიდი ალბათობით, ზაფხულში, “სოსიედადს” ანტუან გრიზმანი და კარლოს ველა დატოვებენ. იმისათვის, რათა შეტევის ხაზი მეტისმეტად არ შესუსტდეს, სან სებასტიანელებს ხსენებული ფეხბურთელებით გაძლიერება სურთ.

“სოსიედადი” 23 წლის კუენკას სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვას გეგმავს. რაც შეეხებათ მორატასა და ტელიოს, ბასკებს მათი იჯარით აყვანა სურთ.

 

0.156999