ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში, მთავარი ბრძოლა „სოსიედადსა“ და „ვალენსიას“ შორისაა. ორივე მათგანის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და 62–62 ქულით, მე–4 ადგილს ინაწილებს. ჯერჯერობით, ბურთების შეფარდების უკეთესი მაჩვენებლის წყალობით, ბასკებს უპირატესობა აქვთ.
დღეს, „ვალენსიამაც“ და „სოსიედადმაც“ თავიანთი მატჩები მოიგეს. „ღამურები“ „ხეტაფეს“ ეწვივნენ და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს, ჟერემი მატიემ საჯარიმოს მისადგომებიდან დაჰკრა და როგორც შემდეგ გაირკვა, თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„გრანადა“ საკუთარ კედლებში „ოსასუნას“ დაუხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. 23–ე წუთზე მასპინძლები იუსეფ ელ არაბიმ დააწინაურა, რომელიც თანაგუნდელის დაბალ გადაცემას გამოეხმაურა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა. სტუმართა მდგომარეობა მე–80 წუთზე დამძიმდა, როდესაც მსაჯმა მოედნიდან „ოსასუნას“ ფეხბურთელი გააძევა და პენალტიც დანიშნა – ბურთტან გილერმე სიკეირა მივიდა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დიეგო ბუონანოტემ დაჰკრა მეკარისაგან მარცხენა კუთხეში და ტაბლოზე 3:0 „აანთო“.
დღე „სევილიასა“ და „სოსიედადის“ დაპირისპირებით დასრულდა. ანდალუსიელებმა კარგად დაიწყეს, მაგრამ მოგვიანებით, აღარ გაუმართლათ. მე–10 წუთზე, მასპინძლებმა კუთხური ორიგინალურად გაითამაშეს, რისი წყალობითაც ივან რაკიტიჩი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და გატანა არ გასჭირვებია.
ხორვატ ნახევარმცველს ფორტუნამ ზურგი მე–16 აქცია – რაკიტიჩმა თავური დარტყმით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშიც გათანაბრდა. ათიოდ წუთში, იმანოლ აგირეჩემ ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი და „სოსიედადი“ წინ გაიყვანა.
მე–2 ტაიმში, მსაჯმა სევილიელებს ხოსე ანტონიო რეიესი გაუძევა, 10–კაციანმა ანდალუსიელებმა კი, თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს – 1:2.
ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 9000
ხეტაფე – ვალენსია 0:1 (0:1)
ხეტაფე: მოია, ვალერა, ლოპესი, ფერნანდესი, ესკუდერო, ლეონი, კასტრო, ლასენი (გავილანი 69), ტორესი, ბარადა (სარაბია 66), კოლუნგა (ლაფიტა 19).
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
ვალენსია: გუაიტა, კოშტა, მატიე, სისოკო, პერეირა, ალბელდა (რუისი 86), გუარდადო, ბანეგა (ვიერა 89), პარეხო, სოლდადო.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლი: 0:1 მატიე (44)
გაფრთხილებები: ვალერა (15), ლაფიტა (20) – კოშტა (30)
კარში დარტყმა: 3 (1) – 13 (5) ჯარიმა: 12 - 15 კუთხური: 7 - 9 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 46% - 54%
გრანადა. „ლოს კარმენესი“. 25000
გრანადა – ოსასუნა 3:0 (1:0)
გრანადა: რობერტო, ნიომი, მაინსი, დიაკატე, სიკეირა, რიკო, რესიო, ბრაიმი (ორტისი 83), ნოლიტო, არანდა (იგალო 64), ელ–არაბი (ბუენანოტე 74).
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
ოსასუნა: ფერნანდესი, ბერტრანი, რუბენი, არიბასი, დამია (ნანო 70), სანხურხო, სილვა, არმენტეროსი, დე ლას კუევასი, ნინო (ლოე 81), სოლა (ლიორენტე 87).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 1:0 ელ–არაბი (23), 2:0 სიკეირა (80პ.), 3:0 ბუენანოტე (90)
გაფრთხილებები: არანდა (45), რესიო (49) – სანხურხო (16), ბერტრანი (77)
გაძევება: ნანო (79)
კარში დარტყმა: 7 (4) – 12 (6) ჯარიმა: 20 - 12 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45%
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“.
სევილია – სოსიედადი 1:2 (1:2)
სევილია: ბეტუ, ნავარო, კოკე (სისინიო 66), კალა, მორენო, ნავასი, რაკიტიჩ, მედელი (სტევანოვიჩი 88), პეროტი (დიავარა 66), კონდოგბია, ნეგრედო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
სოსიედადი: ბრავო, დე ლა ბელია, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, კადამურო, პრიეტო, ილიარამენდი (როსი 88), ბერგარა, გრიზმანი (კასტრო 87), აგირეჩე, ველა (ესტრადა 79).
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე
გოლები: 1:0 რაკიტიჩი (10), 1:1 რაკიტიჩი (16ს.კ), 1:2 აგირეჩე (24)
გაფრთხილებები: კონდოგბია (15), ნავარო (41), მორენო (63), დიავარა (90) – ველა (19), აგირეჩე (55), კადამურო (78)
გაძევება: რეიესი (58)
კარში დარტყმა: 14 (5) – 11 (6) ჯარიმა: 13 - 11 კუთხური: 12 - 6 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 59% - 41%