26–ე ეროვნული ჩემპიონატი გორში შიდაქართლური დერბით განახლდა, რომელშიც მასპინძელმა „დილამ“ „სპარტაკს“ დამაჯერებლად სძლია. აღსანიშნავია ის, რომ გორელთა გუნდის მთავარი მწვრთნელს პოსტზე ახალწვეული მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის ოფიციალური დებიუტი წარმატებული გამოდგა. ისიც უნდა ითქვას, რომ სადებიტო ტურში მასპინძლებს სამიოდე ფეხბურთელი აკლდათ, მათ შორის ჭაბუკთა ნაკრების წევრი ბაჩანა არაბული და ბრაზილიელი შემტევი რაფაელი. ცხინვალელებმა კი ტრავმის გამო მცველი ბექა მუმლაძე და ნახევარმცველი ბათრაზ თედეევი მოისაკლისეს.
მეტოქ გუნდის კაპიტნების, ალექსანდრე კვახაძისა და ლევან ჭაფოძეს მიერ, საქართველოს ეროვნული ჰიმნის აჟღერებისა და ეროვნული დროშის აღმართვის შემდეგ, 26–ე ეროვნულმა ჩემპიონატმა გორშიც აიღო სტარტი. თამაში საშუალო ტემპში დაიწყო. თავიდანვე გამოჩნდა, რომ მატჩის სტარტზე მეტოქეები ფრთხილობდნენ. ტაიმის პირველი ნახევარი ისე მიილია, რომ არცერთ კართან რეალური ხიფათი არ შექმნილა. პირველი საგოლე მომენტი მასპინძლებმა შექმნეს და იხეირეს კიდეც. 29–ე წუთზე, ნიკა კვეკვესკირის მიერ მოწოდებული კუთხურისას, სტუმართა მცველებმა, გორელთა გამორჩეული ფორვარდი ირაკლი მოდებაძე იყურადღებოდ დატოვეს, რითაც ამ უკანასკნელმა ჩინებულად ისარგებლა და ანგარიში გახსნა, 1:0.
„დილა“ ერთ გოლს არ დასჯერდა. მასპინძლები არ მოდუნებულად, სტუმრებზე ზეწოლა გააგრძელეს და 11 წუთში ანგარიშში სხვაობა გააორმაგეს. მე–40 წუთზე ნიკა კვეკვესკირის დარტყმული „სპარტაკის“ მეკარე გიორგი ნადირაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ცხინვალელთა მცველებს ისევ კვეკვესკირმა დაასწრო და ანგარიში 2:0 გახადა. ტაიმის ბოლოს სტუმრებს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ცერცვაძის დარტყმული სუსტი აღმოჩნდა და გორელთა კიპერს, ბექა შეყრილაძეს ბურთის აღება არ გასჭირვებია.
მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს. მართალია, გორელები არ მოდუნებულან, თუმცა „სპარტაკი“ ბოლომდე შეეცადა მატჩის გადარჩენას, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. 65–ე წუთზე ბიძინა მახარობლიძის დარტყმული მცირედით ასცდა მასპინძელთა კარს. ტაიმის ბოლოს კი „დილას“ კიპერმა შეყრილაძემ ჯერ ლაშა შინდაგორიძის, შემდეგ კი გიორგი თექთურმანიძის დარტყმული აიღო.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, უჩა სოსიაშვილის დებიუტი წარმატებული გამოდგა, „დილამ“ 2:0 მოიგო და ახალი სეზონი 3 ქულით დაიწყო.
დილა (გორი) – სპარტაკი (ცხინვალი) 2:0 (2:0)
10 აგვისტო. გორი. „თ. ბურჯანაძე“. 1 600 მაყურებელი.
დილა: შეყრილაძე, დ. ხურცილავა, ა. კვახაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, რაზმაძე, წიქარიძე, კვეკვესკირი, ბერიძე (46. სადაღაშვილი), ახალკაცი (53. სეთურიძე), ი. მოდებაძე (87. ერისთავი).
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე , კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, იოსელიანი, გიგაური (59. მაქაცარია), ჭეჭელაშვილი (79. შინდაგორიძე), ცერცვაძე (55. ლექვთაძე), მახარობლიძე, თექთურმანიძე, ნ. კაჭარავა.
მწვრთნელი: კახი კაჭარავა
გოლები: 1:0 მოდებაძე (29), 2:0 კვეკვესკირი (40)
გაფრთხილება: დ. ხურცილავა (62) – ნ. კაჭარავა (77)
თეგები: დილა გორი – სპარტაკი ცხინვალი







