ფეხბურთი

10:43 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოსა “ბეშიქთაშში” გადავიდა

ხარკოვის “მეტალისტის” ყოფილი ნახევარმცველი, არგენტინელი ხოსე ერნესტო სოსა კარიერას თურქეთში გააგრძელებს.

“ბეშიქთაშის” ოფიციალური საიტის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი უკვე სტამბოლშია.

შეთანხმების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, უკრაინული კლუბი 4 მილიონ ევროს მიიღებს.

“დიდი მადლობა “მეტალისტის” გულშემატკივრებს ამ მშვენიერი წლებისთვის. მე ისინი მუდამ მემახსოვრება” - დაწერა საკუთარ “თვითერზე” ხოსე სოსამ.

“ესტუდიანტესის” აღზრდილი ფეხბურთელი 2007-2009 წლებში მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობდა, რის შემდეგაც ერთი წლით მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა, მერე კი, ერთი სეზონი “ნაპოლიში” გაატარა. ხარკოვის “მეტალისტში” ის 2011 წლიდან თამაშობს, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი, განათხოვრების წესით მადრიდის “ატლეტიკოში” გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169955