კატალონიის “ბარსელონას” კამერუნელი ალექს სონგის გაყიდვა სურს, მაგრამ ნახევარმცველთან დაკავშირებით ოფიციალური სატრანსფერო წინადადება არ მიუღია. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
კატალონიელთა ახლადდანიშნული თავკაცი ლუის ენრიკე საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სერხიო ბუსკეტსისა და ხავიერ მასკერანოს გამოყენებას გეგმავს, სონგი კი, მის გეგმებში არ შედის. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო, “კამპ ნოუდან” აბარგების წინააღმდეგი არც თავად აფრიკელია.
სონგის სამსახურით, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ევერტონი” და მილანის “ინტერი” არიან დაინტერესებულნი, მაგრამ კონკრეტული წინადადებებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.