ფეხბურთი

18:03 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სონგი “მანჩესტერმაც” ისურვა

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” კამერუნელი ნახევარმცველის, ალექს სონგის ინგლისში დაბრუნებას გეგმავს. ამ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.

სონგის “ბარსელონადან” შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. ცნობილია, რომ 26 წლის შუახაზელის შეძენით “ინტერია” დაინტერესებული. მილანელებს “მანჩესტერიც” შეუერთდა და Goal-ის ცნობით, “წითელმა ეშმაკებმა” “ბარსას” კონკრეტული წინადადებით უკვე მიმართეს. ინგლისელები მზად არიან კატალონიელთა მიერ 15 მილიონ ფუნტად ნაყიდ ფეხბურთელში 12.5 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

ალექს სონგი “ბარსელონაში” 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში, ის მოედანზე 28-ჯერ გამოჩნდა, აქედან 12-ჯერ ძირითად შემადგენლობაში იყო.

0.117302