კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ალექს სონგმა განაცხადა, რომ “კამპ ნოუზე” თავს ბედნიერად გრძნობს და ლონდონის “არსენალში” დაბრუნებას არ გეგმავს.
“მიხარია, რომ “არსენალში” 7 წელიწადი გავატარე, მაგრამ ლონდონში დაბრუნებას აღარ ვაპირებ. აქ ძალიან ბედნიერი ვარ. “ბარსასთან” კონტრაქტი კიდევ 4 წლით მაკავშირებს.
არ ვიცი, რა მოხდება 4 წლის შემდეგ, მაგრამ ახლა კატალონიაში ყველაფერი მომწონს. ვფიქრობ, ამ სეზონში, “არსენალმა”კარგი შევსება მიიღო და მშვენივრადაც ათამაშდა. იმედია, “არსენალი” სეზონს წარმატებით დაასრულებს. მთავარია, გუნდი ტრავმიანობამ არ შეაწუხოს. მინდა, პრემიერლიგა “არსენალმა” მოიგოს”, - განუცხადა სონგმა BBC-ს.