ფეხბურთი

16:36 | 5.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

სოლსკიაერი გახარებულია

,,კარდიფ სიტის’’ ნორვეგიელი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გახარებულია ,,ნიუკასლის’’ ძლევით. შეგახსენებთ,წუხელ გამართულ ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრაში უელსურმა კლუბმა სტუმრად ალან პარდიუს შეგირდები დაამარცა (1:2). მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე სოლსკიაერმა სიხარული ვერ დამალა.

,,გამარჯვებას ყოველთვის შესანიშნავი გრძნობა მოაქვს, განსაკუთრებული ხიბლი ისეთ შეხვედრებს აქვს, სადაც მატჩის შემობრუნებას ახერხებ. ჩვენ ვმარცხდებოდით, თუმცა მოვახერხეთ მობილიზირება და საბოლოოდ გავიმარჯვეთ.’’

,,90 წუთის განმავლობაში მწვრთნელს მოედანზე 14 ფეხბურთელის გამოყვანის უფლება აქვს. ვფიქრობ სწორი არჩევანი გავაკეთე, რჩეულმა ფეხბურთელებმა რთული თამაში შესთავაზეს მოწინააღმდეგეს.’’

,,მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე ფრეიზერ კემპბელის, სტევენ კოლკერისა და კრეიგ ნონეს სათადარიგოთა შორის გამწესებით. გულახდილად გეტყვით, მათ მიმართ იყო მცირე შენიშვნები, მიუხედავად ამისა ნონე და კემპბელი მოედანზე შევუშვი და სწორედ მათმა გოლებმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, ჩემმა გათვლამ გაამრთლა.’’

სოლსკიაერი ფეხბურთელობისას სწორედ იმით იყო ცნობილი, რომ ცვლილებაზე გამოსულს ხშირად გაუტანია გოლები, ამიტომაც მას ,,საუკეთესო სათადარიგოს’’ უწოდებდნენ. ამ თემაზე სოლსკიაერმა შემდეგი რამ თქვა.

,,მიხედავად იმისა, რომ ხშირად ცვლილებაზე მიწევდა გამოსვლა სერ ალექსთან არანაირი კონფლიქტი არ მომსვლია, მე ველოდები ჩემს შანსს. შესაძლოა, მთელი მატჩი სათადარიგოებში გაატარო, შემდეგ მატჩის მიწურულს  მწვრთნელმა მინდორზე შეგიშვას და ყველაფერი შენმა ერთმა დარტყმამ გადაწყვიტოს. მე სწორედ ასეთი უნარის ფეხბურთელები მჭირდება, რომელთაც მეტოქეზე ზემოქმდების უნარი გააჩნიათ.’’_ დაასრულა ნორვეგიელმა.

დიმიტრი შარიქაძე


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:32 | 03.10.2013
S.A.F. (2852)

ეს კაცი მანიუში დარჩება კარიერი ბოლომდე მოეშვით ოცნებას!

13:22 | 03.10.2013
chikovansky91 (2776)

რუნისზე უარს არ ვიტყოდი ზამთარში , მარა ლიგაზე ვერ დაგვეხმარება : )))
ელ პისტოლეს ველოდები ბანაკში ))))))))))))))))))))))

13:13 | 03.10.2013
patrick jane (685)

არსენალში რო გადასულიყო წელს, ეს და მესუთა დაგლეჯDნენ

13:12 | 03.10.2013
beberi frenki (9)

Shrekiii wamo chelsishiii

13:09 | 03.10.2013
margal_23 (56)

რუნი ყველგან მაგარი იქნება, მარა სად უნდა გადავიდეს ისედაც მდზიმე დგეშია მანიუ..

13:06 | 03.10.2013
patrick jane (685)

ჩახმება მანიუში ეს. არადა ახალი გამოწვევა ჭირდება... ისეთი ფეხბურთელია..რა... რო გაიბრწყინებს სხვაგან მგონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06711