საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია, ავსტრიაში ყაზანის “რუბინის” პირველი გუნდის შემადგენლობაში ემზადება.
ყაზანელებმა პირველი ამხანაგური მატჩი სლოვაკეთის “ზლატე მორავცესთან” ჩაატარეს და 0:1 დამარცხდნენ. კვირკველია სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მომდევნო მატჩს ყაზანელები 18 ივნისს ასევე სლოვაკეთის მიიავის “სპარტაკთან” ჩაატარებენ.