ფეხბურთი

17:15 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია: “რუბინის” სასტარტოში უფრო ხშირად თამაში ყველაზე მთავარი იყო”

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მცველ სოლომონ კვირკველიასთვის, 2013 წელი ყველაზე მეტად იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ ყაზანის “რუბინის” სასტარტო შემადგენლობაში უფრო ხშირად ხვდებოდა. ამის შესახებ მან ყაზანელთა ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

- 2013 წელს თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი მოვლენა იყო?

- მიხარია, რომ “რუბინის” სასტარტო შემადგენლობაში უფრო ხშირად ვთამაშობდი. მიმავალ წელს ეს ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო.

- 2014 წლისგან რას ელით?

- 2014 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩემი ქორწილი შედგება.

- რომელი საჩუქარი გინდათ დიდი ხანია მიიღოთ ახალ წელს, რომელსაც არავინ გჩუქნით?

- ავტომობილი Lamborghini.

- თქვენთვის ახალი წელი რასთან ასოცირდება?

- ნაძვის ხესთან და საჩუქრებთან.

- თქვენს “პლეილისტში” რომელი შემსრულებლების სიმღერები დაამატეთ?

- 2 Pac-ის.

0.11673