სოკი (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) აპირებს, რომ უკრაინელ სპორტსმენებს 330 000 ამერიკული დოლარით დაეხმაროს.
ამის შესახებ განცხადება სოკის პრეზიდენმა ტომას ბაჰმა გააკეთა.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აკვირდება უკრაინაში განვითარებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ უკრაინელ სპორტსმენებს დავეხმაროთ. ეს თანხა სპორტსმენებს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მეშვეობით გადაეცემა, რომელიც სპორტსმენების ვარჯიშსა და ტურნირებში მონაწილეობას მოხმარდება“ - განაცხადა ბაჰმა.