სხვა

13:40 | 17.10.2013 | ნანახია 1274 - ჯერ

სოკ-ის მორიგი წერილი სეოკ-ს

თემა: “აფხაზეთი” და “სამხრეთ ოსეთი” – დამატებითი ინფორმაცია

ბატონ ლერი ხაბელოვს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს

ბატონო პრეზიდენტო,

წინამდებარე წერილი წარმოადგენს დამატებით განმარტებას ჩვენს მიერ 2013 წლის 28 სექტემბერს გამოგზავნილ კორესპონდენციაზე და გვსურს მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის შესახებ.

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად მიმართა სოჭის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს იმისათვის, რომ მოესმინა და გაერკვია არსებული ვითარება და მიეღო გარანტია, რომ სოკ-ის პროტოკოლი სრულად იქნება დაცული.

სოკ-ი პასუხისმგებლობას კისრულობს, რომ მისი პოზიცია და დადგენილი წესები მკაცრად იქნება დაცული ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად და ნებისმიერი პრაქტიკული თუ ოპერაციული საკითხი სათანადოდ მოგვარდება სოჭის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს ინფორმირებას მომავალში განვითარებულ მოვლენებზე და მადლობას მოგახსენებთ გაგებისა და თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,

პერე მირო

სოკ-ის ეოკ-ებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი


www.geonoc.org.ge


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:09 | 01.06.2014
xxxxxxxxxxxxxxxxxxxx (1031)

მიდი და ამას გაუბედე შენი ადგილი კუხნაშია და იქ იტრიალეო

17:56 | 01.06.2014
Qutaiso (19)

მოიგო უკვე იპონი შემოჭვა

17:38 | 01.06.2014
Qutaiso (19)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg')>0?'https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg':'https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg'))

17:27 | 01.06.2014
milanis mudmivi pani (88)

ლინკი არ არის?

17:23 | 01.06.2014
Qutaiso (19)

რა ხვადაგი ვინმე ყოფილა ეს სტამი?

17:19 | 01.06.2014
milanis mudmivi pani (88)

დადეტ რა ლინკი დზმურატ

17:06 | 01.06.2014
fotoni2 (607)

ფარგიც დაუგდია სტამს და ფინალშია ასე რაა. პირველად ვნახე ქალს გაემართლებინოს ჩვენთვის!

16:43 | 01.06.2014
padoini96 (396)

როდისაა ნეტა სტამის სხვატკა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06222
1274