ჩოგბურთი

16:49 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოფო ქვაცაბაია: ერთი არის, მეორე რიგშია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ერთი ტიტული მოიგო და მეორესთვის ბრძოლას აგრძელებს.

წყვილთა შეჯიბრში მე-2 განთესვის მქონე ქვაცაბაიამ და ჩერნოგორიელმა ანა ვესელინოვიჩმა ფინალამდე სამი წრე დასძლიეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პირველი რეიტინგის მქონე უზბეკ ხაბიბულინას და ყაზახ კლუევას 7:6 (7:5), 7:6 (7:3) სძლიეს.

ერთეულებში სოფომ მეწყვილე ვესელინოვიჩს, რომელსაც პირველი განთესვა ჰქონდა, 5:7, 6:4, 6:4 მოუგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მე-3 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისთვის მე-8 ნომრად მიჩნეულ რუს ანასტასია პრიბილოვას შეერკინება.

0.119965