ძიუდო

21:54 | 31.01.2014 | ნანახია 777 - ჯერ

სოფიაში 6 ქართველი იჭიდავებს

ხვალ-ზეგ, ბულგარეთში ძიუდოში 2014 წლის სეზონის პირველი საერთაშორისო ინდივიდუალური ტურნირი გაიმართება - სოფია "ევროპის ღია ტურნირს" უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ქართველი ძიუდოისტებიც მიიღებენ.

გასულ წლებში, სეზონი ყოველთვის თბილისისა და სოფიის ტურნირებით იხსნებოდა, რომლებიც პარალელურად იმართებოდა ხოლმე, ოღონდ, ბულგარეთში ტატამი ქალებს ეთმობოდათ, ხოლო საქართველოში მხოლოდ მამაკაცებს.

რამდენიმე თვის წინ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისურ ტურნირს უფრო მაღალი – გრან პრის სტატუსი მიანიჭა და მარტში გადასწია. სოფიას კი, გამოთავისუფლებული ვაჟთა შეჯიბრებაც დაუთმო.

სეზონის პირველ “ევროპის ღია ტურნირზე” გამოსვლა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გეგმაში არ შედიოდა, მაგრამ რამდენიმე სპორტსმენი, სპონსორების დახმარებით და საკუთარი ხარჯებით, მაინც გაემგზავრა ბულგარეთში.

ქალებში საქართველოს სახელით შორენა შარაძე (63 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ) იჭიდავებენ. მამაკაცებში კი, კიმონოს გიორგი გუგულაშვილი, კახა ცაგარელი (ორივე 66 კგ), არჩილ გოგოლაშვილი (90 კგ) და მიხეილ ნარიმანიძე (100 კგ) მოირგებენ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:01 | 08.11.2019
ogafa (10211)

ეს უცვლელია

12:10 | 08.11.2019
lagashi (6738)

სულ მიკვირს ამ ფრანგების, როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი ერის მომავალი, ქვეყანა გაძეძგილია ფერადკანიანებით და არაბებით! იმიტომ უფრო მიკვირს რომ, კანადაში ფრანგ-კანადელებს თუ ინგლისურად დაელაპარაკე და არა ფრანგულად, დიდ კმაყოფილებას ვერ შეამჩნევო-ასე მითხრეს მე. თუ იქ ოკეანის გადაღმა ასე ხაზგასმით ფრანგობენ, თავად საფრანგეთში რას აკეთებენ?

02:50 | 08.11.2019
ogafa (10211)

ყოჩაღ

23:08 | 07.11.2019
O. Mertskhali (8101)

ბოლო-ბოლო ჩაუკრიჭინებია, ფეხბურთელები არა და.. კბილები ))

0.071653
777