ჩოგბურთი

22:39 | 25.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

სოდერლინგმა ჯოკოვიჩსაც სძლია და ნახევარფინალში გავიდა


რობინ სოდერლინგმა (#8) ლონდონის რვაკაცაზე მეორე სენსაციაც მოახდინა – რაფაელ ნადალის (#2) ძლევის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩსაც (#3) მოუგო და ტურნირზე მოასპარეზეთაგან პირველმა უწია ნახევარფინალს.
25 წლის შვედმა მეჩოგნემ, რომელიც ლონდონში მას შემდეგ მოხვდა, რაც რეიტინგსიის მეექვსეადგილოსანმა ამერიკელმა ენდი როდიკმა იქ გამოსვლა მუხლის ტრავმის გამო ვერ შეძლო, 22 წლის სერბი მეტოქე დამაჯერებლად – 7:6 (7:5) 6:1 – დაჯაბნა.
ეს მათი მე-6 დაპირისპირება გახლდათ და სოდერლინგმა, როგორც იქნა, ნავსის გატეხვა მოახერხა. თუმცა ამაში მას მეტოქეც დაეხმარა, რომელიც მის წინააღმდეგ სულაც არ ჰგავდა იმ სუპერვარსკვლავს, წინა კვირებში ბაზელსა და პარიზში მიჯრით რომ იმარჯვა.
ჯოკოვიჩმა ნამატჩევს თავადვე აღიარა, რომ სეზონის ბოლოს – რომლის მსვლელობისასაც 100-მდე შეხვედრა ჩაატარა და 10 ფინალს უწია (საიდანაც 5 მოიგო) – დაღლილობა ერევა. სწორედ ამის გამო იყო, მეორე სეტში შვედისთვის ფიორა წინააღმდეგობაც რომ აღარ გაუწევია.
ახლა საიმისოდ, რათა შარშან, შანხაის მასტერსთასზე მოხვეჭილ ტიტულს ჯგუფშივე არ გამოემშვიდობოს, მას ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ნადალის დამარცხება მართებს.
შეგახსენებთ, დღეს რაფა ჩვენი დროით ნაშუაღამევს რუს ნიკალაი დავიდენკოს (#6) ხვდება. დავიდენკომ პირველ ტურში ჯოკოვიჩთან დათმო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157424