როგორც ჩანს, სოჭის ოლიმპიადა არაერთი ქვეყნის მაღალჩინოსნის გარეშე ჩაივლის. ამჯერად, თამაშებამდე თვენახევრით ადრე, 2014 წლის თეთრი ოლიმპიადის დედაქალაქში გამგზავრებაზე უარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა.
ეს ინფორმაცია, რადიო “ევროპის” ეთერში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა გააჟღერა, თუმცა მას გადაწყვეტილების დეტალებზე არ უსაუბრია.
საფრანგეთის ხელისუფლებამ, ოლიმპიადის სოჭში გამართვასთან დაკავშირებით პროტესტი მანამდეც გამოხატა და მიზეზად რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ოლიმპიადის მსვლელობის პერიოდში სოჭში ჩასვლისგან თავი გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმაც შეიკავა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადას არ დაესწრება ევროკავშირის კომისარი ვივიენ რედინგი.
www.geonoc.org.ge