თამაშგარე

12:12 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოჭის ოლიმპადის სექსუალური მხარე

რუსეთის “ხაზეინმა”, ვლადიმერ პუტინმა ბევრი კი იქადნა, სოჭის ოლიმპიადის დროს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებსა და მეძავებს სოჭთან ახლოს არ გავაკარებო, მაგრამ როგორც ევროპული პრესა წერს, სოჭში მეძავებიც მშვენივრად დანავარდობენ და ლესბოსელებსა და გეებს საკუთარი ბარიც კი გაუხსნიათ.

როგორც ინგლისური მედია წერს, ხსენებული ბარი ძველი სოჭის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარეობს და გარედან უწყინარი სახელი, “საჩაიე” აწერია. შიგნით შესულ კაცს კი სცენაზე ასული მოცეკვავე ჰომოსექსუალები და ტრანსესვიტები გააკვირვებს. რაც შეეხება მეძავებს, თურმე მათი ნახვა ოლიმპიარ სოფლებთან ახლოს ნებისმიერ ადგილში შეიძლება.

რუსეთში მეძავთა მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე იაფი რომაა მსოფლიოში – ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. სოჭში ჩასული ადამიანები ინტერნეტის სოციალურ ქსელებში გაკვირვებულები წერენ, რომ სოჭში მეძავის “დათრევა” უფრო ადვილია, ვიდრე ალკოჰოლური სასმელის შოვნა, რადგან სასმელებს რუსები მაღაზიებიდან თურმე ელვის უსწრაფესად აქრობენ. ესეც პუტინის დაპირებული ”მორალური ულიმპიადა!”...

თეგებისოჭი 2014
0.139299