კალათბურთი

15:03 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიელებმა შემადგენლობა დაასახელეს

ცნობილია გახდა სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების საბოლოო შემადგენლობა, რომელთან თამაშიც ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ გუნდსაც მოუწევს.

სლოვენიელთა თავკაცმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა ნაკრების მიღმა ფორვარდები ლუკა ლაპორნიკი და გეზიმ მორინა და მცველი კლემენ პრეპელიჩი დატოვა, რის შემდეგაც ევრობასკეტის მასპინძელთა 12-კაციანმა შემადგენლობამ ასეთი სახე მიიღო.

მცველები: იაკა ლაკოვიჩი (“აველინო”, იტალია), გორან დრაგიჩი (“ფინიქსი”, ნბა), იაკა ბლაჟიჩი (“ცრვენა ზვეზდა”, სერბეთი), ნებოიშა იოკსიმოვიჩი (“იგოკეა”, ბოსნია-ჰერცეგოვინა).

ფორვარდები: ედო მურიჩი, დომენ ლორბეკი (ორივე – კრკა), ზორან დრაგიჩი (“უნიკახა”, ესპანეთი), ბოშტიან ნახბარი (“ბარსელონა”, ესპანეთი).

ცენტრები: გასპერ ვიდმარი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), მირზა ბეგიჩი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი), უროშ სლოკარი (“გრან კანარია”, ესპანეთი), იურე ბალაჟიჩი (“თოფაში”, თურქეთი).

ცნობისთვის, სლოვენიის ნაკრებს მოსამზადებელ ციკლში ბოლო მატჩი 31 აგვისტოს ლიუბლიანაში სარანგეთის წინააღმდეგ ელის, შემდეგ კი გეზს ცელიესკენ აიღებს, სადაც D ჯგუფის მატჩების ჩატარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევრობასკეტზე სლოვენიის და საქართველოს ნაკრებთა გარდა ჯგუფში ესპანეთი, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთიც ითამაშებენ. საქართველოს და სლოვენიის დაპირისპირება 7 სექტემბერს შედგება.

0.12234