ფეხბურთი

22:27 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოტ ბრაუნს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

გლაზგოს “სელტიკის” კაპიტანი სკოტ ბრაუნი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 3 მატჩში ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის მიერ მისთვის მიცემული დისკვალიფიკაციაა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, “ბარსელონასთან” მატჩში, ბრაუნი ნეიმარის წინააღმდეგ თამაშის დროს დაჯარიმდა, შემდეგ კი, წაქცეულ მეტოქეს, 2-ჯერ დაარტყა, თუმცა არცთუ ძლიერად. შოტლანდიელმა არბიტრისგან პირდაპირ წითელი ბართი მიიღო. არაერთი საფეხბურთო მოღვაწის აზრით, ბრაუნის გაძევება ნეიმარის სიმულიანტობით იყო გამოწვეული, მაგრამ ასე არ ფიქრობს UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი, რომელმაც გლაზგოელთა კაპიტნის დისკვალიფიკაციას 2 მატჩი დაუმატა და საერთო ჯამში, ბრაუნი 3 შეხვედრას გამოტოვებს.

0.757349