გლაზგოს "სელტიკისა" და შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა სკოტ ბრაუნმა ტრავმა მიიღო და სულ მცირე, სამი თვე ვერ ითამაშებს. ანუ, ბრაუნი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყის მატჩს გამოტოვებს.
შოტლანდია პირველ შეხვედრას 7 სექტემბერს გერმანიასთან გასვლაზე გამართავს, 11 ოქტომბერს გლაზგოში ითამაშებს საქართველოსთან, ხოლო 14 ოქტომბერს პოლონეთს ესტუმრება.
დიდი ალბათობით, ბრაუნს ოქტომბრის სანაკრებო მატჩებიც გაუცდება. ბრაუნი 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველია, სანაკრებო 38 მატჩში კი 4 გოლი გაუტანია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
linkin-park (1845)..მეც მაგი ვთქვი,სერ შონი თუა სერ ალიკა არ არიიის,,თუ ნაკლებად პოპულარულია,ან თუ სერი არ არისDDDD
აუ რა სტატიების წერა დაიწყეთ უკვე
სუ გაგიუფერულდათ საიტი და ესღა გაკლდათ ახლა ტოპ 10 ის და ტოპ მილიონის წერები ზუსტად
ჯერ ერთი იქ შონ კონერის გარდა სერ ალექსიცაა