ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცის – ლუიშ ფელიპე სკოლარის სახელზე კრიმინალური დანაშაულის საქმეა გახსნილი. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
საქმეს, რომელიც დეტალურად არ კონკრეტდება, პორტუგალიის პოლიცია იძიებს. არაა გამორიცხული, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონთა თავკაცს მუნდიალის წინ სერიოზული სასჯელი დაეკისროს.
შეგახსენებთ, რომ 2003-2008 წლებში, სკოლარი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში. სავარაუდოდ, დანაშაულიც სწორედ ამ პერიოდში მოხდა.