ფეხბურთი

21:34 | 19.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარის დავიდ ლუისის უთამაშებლობა არ აღელვებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ მას მისი გუნდის ცენტრალური მცველის, დავიდ ლუისის უთამაშებლობის საკითხი არ აღელვებს.

“ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ ვღელავ. სისულელე იქნებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველის ბედზე რომ მენერვიულა. მოურინიომ იცის, ვინაა დავიდ ლუისი. დარწმუნებული ვარ, ის მალე კვლავ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

პირადად მე, დავიდ ლუისს “ჩელსის” არცერთ სხვა მცველში არ გავცვლიდი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დავიდ ლუისი სათადარიგოთა შორის ყოფნას განაგრძობს? მოურინიოს მადლობას ვეტყვი იმის გამო, რომ ჩემი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატს დასვენებული შეხვდება.” – ხუმრობით დაასრულა Lance-სთან საუბარი სკოლარიმ.

ჟოზე მოურინიოს “ჩელსიში” დაბრუნებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს ბრაზილიელი მცველი გულზე დიდად არ ეხატება, რაც ნელ-ნელა მტკიცდება კიდეც. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ჩელსის” მიერ ჩატარებული 11 თამაშიდან დავიდ ლუისმა მონაწილება 5-ში მიიღო.

0.115976