ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.
ბრაზილიის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სკოლარიმ შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ჟულიუ სეზარი (“ტორონტო”, კანადა), ჟეფერსონი (“ბოტაფოგო”).
მცველები: დავიდ ლუიზი (“ჩელსი”, ინგლისი), დანტე, რაფინია (ორივე “ბაიერნი”, გერმანია), ტიაგუ სილვა (პსჟ, საფრანგეთი), დანი ალვეში (“ბარსელონა”, ესპანეთი), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი).
ნახევარმცველები: ლუიზ გუსტავუ (“ვოლფსბურგი”, გერმანია), პაულინიო (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), რამირესი, ოსკარი, ვილიანი (ყველა “ჩელსი”, ინგლისი), ჰალკი (“ზენიტი”, რუსეთი), ბერნარდი (“შახტარი”, უკრაინა).
თავდამსხმელები: ნეიმარი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფრედი (“ფლუმინენსე”), ჟო (“ატლეტიკუ მინეირუ”).
მომავალი მატჩი 5 მარტს სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ჩატარდება.