ფეხბურთი

11:57 | 30.07.2014 | ნანახია 0 - ჯერ

სკოლარიმ “გრემიო” ჩაიბარა

 

 ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი კარიერას “გრემიოში” გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე კლუბის პრეს-სამსახურმაც დაადასტურა, მაგრამ კონტრაქტის დეტალები ჯერ არ ხმაურდება.

სკოლარისთან დაკავშირებამდე, “გრემიოს” ხელმძღვანელობა სათავეში ტიტეს დაბრუნებას ცდილობდა, რომელიც გუნდს 2001-2003 წლებში წვრთნიდა, მაგრამ სპეციალისტისგან უარი მიიღო და არჩევანი კიდევ ერთ ექსთავკაცზე შეაჩერა – ლუიშ ფელიპე “გრემიოს” 1993-1996 წლებში წვრთნიდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066352