ფეხბურთი

19:42 | 14.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარიმ გადაწყვიტა – არც რონალდინიო, არც კაკა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც მან კონფედერაციის თასის განაცხადში შეიყვანა.

აქამდე არსებული ბოლო ინფორმაციით, “სელესაოს” დამრიგებელი არჩევანს რონალდინიოსა და კაკას შორის გააკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ, სკოლარიმ ორივე მათგანზე უარი თქვა.

მთავარ მოულოდნელობად ნაკრებში “ატლეტიკო მინეიროს” 20 წლის შემტევი ნახევარმცველის, ბერნარდის მოხვედრა იქცა. ახალგაზრდა ფეხბურთელს, ეროვნულ გუნდში, მხოლოდ 1 თამაში აქვს ჩატარებული.

ბრაზილიის ნაკრების 23-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჯეფერსონი (“ბოტაფოგო”), დიეგო კავალიერი (“ფლუმინენსე”), ჟულიუ სეზარი (ქპრ, ინგლისი);

მცველები: ტიაგუ სილვა (პსჟ, საფრანგეთი), რევერი (“ატლეტიკო მინეირო”), დავიდ ლუისი (“ჩელსი”, ინგლისი), დანტე (“ბაიერნი”, გერმანია), დანი ალვესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფილიპე ლუისი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი);

ნახევარმცველები: ჟანი (“ფლუმინენსე”), ფერნანდო (“გრემიო”), ლუის გუსტავო (“ბაიერნი”, გერმანია), პაულინიო (“კორინთიანსი”), ჟადსონი (“სან პაულუ”), ოსკარი (“ჩელსი”, ინგლისი), ბერნარდი (“ატლეტიკო მინეირო”), ერნანესი (“ლაციო”, იტალია);

თავდამსხმელები: ლუკას მოურა (პსჟ, საფრანგეთი), ჰალკი (“ზენიტი”, რუსეთი), ლეანდრო დამიაო (“ინტერნასიონალი”), ფრედი (“ფლუმინენსე”), ნეიმარი (“სანტოსი”).

0.11879